"ლეგიას" თავკაცი: ნაკრების თამაშმა აჩვენა, რომ ვაკოს კომბინაციური თამაში შეუძლია

AutoSharing Option
legia.net აქვეყნებს ვარშავის "ლეგიას" თავკაცის, იაცეკ მაგიერას კომენტარს ვაკო ყაზაიშვილის შესახებ:

"როგორც მე შევნიშნე, ყაზაიშვილი არის ფეხბურთელი, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს კომბინაციურ ფეხბურთს, მაგრამ ამის სანახავად "ლეგიას" თამაშებს კი არა, საქართველოს ნაკრების თამაშს უნდა უყუროთ.

ის სულ ახალი მოსული იყო, როცა "დორტმუნდთან" ათამაშეს. ამიტომაც არ ვათამაშე მე "სპორტინგთან" მატჩში. მან ბევრი უნდა იმუშაოს თავის თავზე და მზად იყოს თამაშისთვის.

"ლეხიასთან" მას ბოლოს მიეცა შანსი. მე მწამს, რომ ყაზაიშვილი მოიპოვებს სასტარტოში ადგილს, მაგრამ ეს მონდომება მან ვარჯიშებზე უნდა აჩვენოს და შემდეგ თამაშებშიც.
მხოლოდ ბევრი ოფლისღვრა მოუპოვებს მას ადგილს სასტარტო თერთმეტეულში.

მან ასევე უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე. დროც იყო საჭირო, რომ ფეხბურთელებს გაეგოთ, რას ვითხოვ მე მათგან".

როგორც ხედავთ, მწვრთნელმა "კბილი გაჰკრა" ჩვენებურს, ნაკრებში უფრო კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობსო. სხვათა შორის, იმავე აზრზეა ეს გამოცემაც, რომელიც აღფრთოვანებულია ყაზაიშვილის საგოლე პასით უელსის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში და სახიფათო დარტყმით, როცა უელსი ხარიხამ იხსნა გოლისგან.

"ნაკრებში მას უკვე აქვს მოპოვებული პოზიცია სასტარტოში, "ლეგიაში" კი ჯერ ბრძოლა წინ აქვს. წინა ტურში ვაკოს შანსი მიეცა და მან ინდივიდუალურად რამდენჯერმე გაიბრწყინა, მაგრამ მოედანზე თანაგუნდელებს ვერ ამჩნევდა", - წერს legia.net.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს ბიჭი თანაგუნდელებს ხშირად ნაკრებშიც ვერ ამჩნევს - აშკარად უყვარს მატაობა. ასე რომ, არ ცდებიან პოლონელები
nikata
18:20 13-10-2016
0
მაგარი მწვრტნელი ხარ ამას ტუ ეხლა მიხვდი
ალეკსანდრე
18:31 13-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული