კლუბის სპორტული დირექტორის, სერგეი როდიონოვის თქმით, მოსკოვური კლუბი ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს სალვატორე ბოკეტისთანაც.
ჯანოს "სპარტაკთან" კონტრაქტი 2017 წლის მაისში ეწურება.
საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი მოსკოვურ კლუბში წლეულს აშკარად გამორჩეულია. მიმდინარე სეზონში მან უკვე 5 გოლი შეაგდო და ჩანს, დააფიქრა "სახალხო გუნდის" უფროსობა თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"