ლეგიონი გუშინ: ჯაბა ლიპარტიამ ვერ გაიტანა, მაგრამ გაატანინა

AutoSharing Option
15 ოქტომბერს, ევროპულ სტადიონებზე ჩემპიონატების მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, რომლებშიც ქართველმა ლეგიონერებმაც ითამაშეს.

უკრაინის პრემიერლიგის მე-11 ტურში გამარჯვება იზეიმა ჯაბა ლიპარტიას გუნდმა ლუგანსკის "ზორიამ", რომელმაც ზაპოროჟიეში ჩატარებულ საშინაო შეხვედრაში ლუცკის "ვოლინს" ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ჯაბამ, რომელიც მასპინძელთა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იყო, მოედანზე 63-ე წუთამდე დაჰყო და საგოლე პასი მიითვალა. ანგარიში მისი გადაცემის შედეგად, 39-ე წუთზე გაიხსნა, მანამდე კი ჯაბამ თავად ვერ შეძლო საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან გატანა.

დავით ხოჭოლავასა და გიორგი გადრანის გუნდმა ოდესის "ჩერნომორეცმა" საკუთარ მოედანზე კიევის "დინამოსთან" შეხვედრა
ფრედ 1:1 დაასრულა. ხოჭოლავამ მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა, გადრანი კი განაცხადშიც არ ყოფილა.

უკრაინის მოქალაქეების, ზაურ მახარაძისა და თემურ ფარცვანიას გუნდმა დონეცკის "ოლიმპიკმაც" ფრედ 1:1 დაასრულა შეხვედრა დონეცკის "შახტართან". მახარაძე დონეცკელების კარს იცავდა, ფარცვანიამ კი 84-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა.

უკრაინაში მოთამაშე კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერის, სანდრო კობახიძის გუნდი ლუცკის "ვოლინი" ტურის მატჩს დღეს, 16 ოქტომბერს, სტუმრად "ზირკასთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული