ჯაბა ლიპარტია Football.ua-მ უკრაინის ჩემპიონატის მე-11 ტურის სიმბოლურში შეიყვანა

AutoSharing Option
საიტმა Football.ua-მ უკრაინის ჩემპიონატის მე-11 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ლუგანსკის "ზორიას" ქართველი ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტიაც შეიყვანა.

15 ოქტომბერს, ზაპოროჟიეში ჩატარებულ საშინაო შეხვედრაში, "ზორიამ" ლუცკის "ვოლინს" ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ჯაბამ, რომელიც მასპინძელთა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იყო, მოედანზე 63-ე წუთამდე დაჰყო და საგოლე პასი მიითვალა. ანგარიში მისი გადაცემის შედეგად, 38-ე წუთზე გაიხსნა, მანამდე კი ლიპარტიას თავადაც შეეძლო გატანა.

"მიმდინარე ჩემპიონატში პირველად მოხდა, რომ ლიპარტია და ლიუბენოვიჩი ერთად გავიდნენ მოედანზე. ქართველი ნახევარმცველი მთავარი წყარო იყო კრეატივისა და მეტოქის კართან ხიფათის შექმნის.
პირველ ტაიმში მან "ვოლინის" კარში ორჯერ თავად დაარტყა, 38-ე წუთზე კი საგოლედ კულაჩს უპასა. მასთან ორთაბრძოლაში ყვითელი ბარათი ჩეპელიუკმა დაიმსახურა", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არასწორია - "ჯაბა გვიხარის შენი წარმატებები". სწორია - ჯაბა, გვიხარია შენი წარმატებები" ტოჩკა
zuku
14:05 18-10-2016
0
ჯაბა გვიხარის შენი წარმატებები სულ გამარჯვებით გევლოს.
gizog
13:43 18-10-2016
0

სიახლეები პოპულარული