"კიკერმა" აკაკი გოგია ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

AutoSharing Option
AUTO PLAY
II ბუნდესლიგის მე-9 ტურში აკაკი გოგიას "დინამომ" 5:0 დაამარცხა "შტუტგარტი", ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა 2 გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

ლეგიონის უქმეები: ჩემპიონი ვაკო გვილია, ყოჩაღი აკაკი გოგია [VIDEO]

როგორც "კიკერმა", ასევე "შპორტალმა" ჩვენებურს გერმანიაში უმაღლესი შეფასება - 1 - დაუწერა. მეტიც, გერმანიის ყველაზე პოპულარულმა საფეხბურთო გამოცემა "კიკერმა" გოგია მე-9 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

"ინგლისური "ბრენტფორდიდან" იჯარით დრეზდენის "დინამოში" წამოსული ფეხბურთელი საუკეთესო იყო ტურში. 24 წლის ფეხბურთელი უკვე ერთ-ერთი ლიდერი გახდა ახალი გუნდის.

გოგია დრეზდენელთა შემტევი პოტენციალის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო
"შტუტგარტთან" შეხვედრაში. ეს დღე დრეზდენელთათვის წარმატებული გამოდგა, განსაკუთრებით კი გოგიასათვის", - წერს "კიკერი".

ბუნებრივია, აკაკი გოგია "კიკერის" ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

"კიკერის" II ბუნდესლიგის IX ტურის სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული