ანანიძის წარმომადგენელი: ჯერ "სპარტაკის" ოფიციალურ წინადადებას ველით

AutoSharing Option
სააგენტო Innovation Sports Technologies-ის პრეზიდენტმა თემურ ლეფსაიამ, რომელიც მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველ ჯანო ანანიძის ინტერესებს იცავს, რუსულ გამოცემა championat.com-თან მისი კლიენტის კლუბთან კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჯანოს "სპარტაკთან" მოქმედი კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება, კლუბის სპორტული დირექტორის, სერგეი როდიონოვის თქმით კი, მოსკოვური კლუბი ჯანოსთამ ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს.

- მოსკოვის "სპარტაკში" ჯანო ანანიძეს ახალი კონტრაქტი გაუმზადეს

"წინა კვირის ბოლოს კლუბის სპორტულ დირექტორთან სატელეფონო საუბარი ზუსტად ჯანოს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მქონდა. კლუბმა ჯანოსთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოხატა. თავის მხრივ, ანანიძესაც
სურს კლუბში დარჩენა, რადგან თავს კლუბის აღმზრდელად თვლის და გულშემატკივართა გვერდში დგომასა და სიყვარულს აფასებს.

კონტრაქტის ამოწურვამდე მცირე დრო რჩება და უკვე იანვარში შეუძლია ანანიძეს ნებისმიერ კლუბთან კონტრაქტის გაფორმება.

არის თუ არა ინტერესი სხვა გუნდებიდან? კი, ინტერესი დიდია როგორც რუსული, ისე ევროპული გუნდებიდან, მაგრამ ჯერ "სპარტაკის" ოფიციალურ წინადადებას ველით", - განუცხადა წყაროს ლეფსაიამ.
მკითხველის კომენტარები / 12 /
წადი ჯანო ევროპაში
rezi
12:10 18-10-2016
0
კაცს აკმაყოფილებს სპარტაკი და რატო უნდა წავიდეს. ევროპული გრანდი არ ეპატიჟება სავარაუდოდ და იქაურ საშუალოში გადასვლას იყოს სადაც არის.
papa
12:26 18-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული