თემურ ქეცბაია: ერთი ჩემი სისხლი არ დაულევიათ...

AutoSharing Option
ბოლო ტურში გამარჯვების მიუხედავად, ათენის აეკ-ის ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა თემურ ქეცბაია და მის ნაცვლად ჟოზე მორაიში (რომელიც ხშირად იყო ჟოზე მოურინიოს ასისტენტი) დანიშნა.

Sport24.gr-მ მცირე ინტერვიუ ჩამოართვა ქართველ სპეციალისტს. ქეცბაია "სპატას" ბაზაზე მივიდა და ფეხბურთელებს დაემშვიდობა. ქეცბაიამ აეკ-ში გატარებულ დროს "კანიბალიზმი" უწოდა:

"არასოდეს იცი, როდის დაგიდგება ეს დრო. ჩვენ დავასრულეთ საქმიანი ურთიერთობა. მინდა გუნდს იქ ყოფნა ვუსურვო, რისკენაც მიისწრაფვის. ბედნიერი ვიქნებოდი.

ეს საფეხბურთო კანიბალიზმია, ერთი ჩემი სისხლი არ დაულევიათ... მეტის თქმა არ მსურს. აეკ-ი ის გუნდია,
სადაც ფეხბურთს ვთამაშობდი და სადაც გამოვჩნდი, მაშინ გუნდი ძალიან დამეხმარა კარიერაში, მაგრამ მეც ვიმსახურებდი დროსა და კეთილსინდისიერ მოქცევას.

აქ კი სამ თვეში რაღაც შეუძლებელი მოითხოვეს. მოურინიოც კი ვერ შეძლებდა ამის განხორციელებას მოკლე დროში, 200 მილიონი რომც დაეხარჯა.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებსა და თანამშრომლებს, ჩვენ კარგი სამუშაო გავწიეთ.

მხოლოდ ორი ქულით ჩამოვრჩებით ლიდერს. სტუმრად წავაგეთ "ოლიმპიაკოსთან" თამაში, რომელიც სხვანაირადაც შეიძლება დასრულებულიყო. სამწუხაროდ, დავმარცხდით. უკან გახედვას აზრი აღარ აქვს", - განაცხადა ქეცბაიამ.

- ფიქრობთ, თუ არა, რომ თქვენი წასვლა გადაწყვეტილი იყო?
- "ოლიმპიაკოსთან" თამაშის შემდეგ შევხვდი ხელმძღვანელობას და ვუთხარი, რომ წავიდოდი. ჟურნალისტები სიმართლის წერის მაგივრად "გვბომბავდნენ". მინდოდა, კლუბის მხრიდან ამაზე რეაქციის დანახვა. როცა რაღაც ისე არ არის, ყველა იმალება.

ალბათ, ბევრს სურდა ლარისაში წაგვეგო, რადგან ასე ჩემი გათავისუფლება იოლი იქნებოდა. ჩვენ ვათამაშეთ 7 ბერძენი ფეხბურთელი (როგორც ითხოვდნენ) და მოვიგეთ კიდეც.

ბიჭებს წარმატებას ვუსურვებ, რადგან ისინი კარგად მუშაობდნენ.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ქეცბაია კარგი მწვრთნელობა და წესიერება გაზვიადებულია. საქართველოს ნაკრებს 8 წელი დააკარგვინა.
mamuka
06 ნოემბერი 2016 09:55
0
4 წელიწადში რაუნდა ექნაო ვინც ამას წერს ერთი კითხვა მაქ თქვენთან აპა ვაის როეცა მთელი საფეხბურთო სამყარო და ლამის ცოცხალი და მკვდარი არ დაუტოვეს ამ უკანასკნელს ვინ მოათრიეს ესო რაუნდა ექბა 3 თვეში გამოსულიყავით თქვე დალოცვილებო და დაგეცვათ მაინც ეს კაცი.დდ ერთი უნდა მოვძებნო სადმე ის კომენტარები რა ამბავი იყო ამ საიტზე დედაშვილს ვერაიყვანდა ისეთი კრიტიკა და ლანძღვა იყო.
qutaiseli
28 ოქტომბერი 2016 20:59
0
ეს იმის ბრალია რომ თავიდანვე არ გაარკვიე რას გთხოვდნენ უბრალოდ გაქანდი და დაიწყე მუშაობა. რას ქვია გთხოვდნენ შეუძლებელს?
კოლა
27 ოქტომბერი 2016 19:20
0
მე მჯერა,რომ ყველაფერი წინ გაქვს თემურ,არ ინერვიულო,ყველაფერი წინ გაქვს
GIORGI
26 ოქტომბერი 2016 19:21
0
ჩვენი არ იყოს,იმათაც იქედანაც სდომიათ, რომ იმასუქნან და აქედანაც და... ეგრე სად არის,ტო?!
ჯოი გაგა
24 ოქტომბერი 2016 10:41
0
ქეცბაიას მინუსი ისაა რომ ფიცხია, თორე ქართველებთან რაში ტყუოდა, სპორტული ჟურნალისტები თამაშის მიმდინარეობისას დასცინოდნენ თემურს პირდაპირ ეთერში, არადა რომელია ფეხბურთის აზრზე, ელემენტარული თამაშგარეს ვერ არჩევენ და უმეტესი წესები არ იციან, უბრალოდ საქართველოში ყოველთვის ასეა მთავარია კაი ნაცნობი. ვინ იტყვის იმას რომ დისციპლინის გარეშე რომელიმე სპორტში შედეგს დადებ, ბერძნებზე აგარ ვლაპარაკობ, მათი ჩემპიონატი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, ფონს 1-2 გუნდის ხარჯზე გადიან, მოურინიოს რა სტარტი აქ ამდენი მილიონი დახარჯა და რა აგდებენ?
soccer
23 ოქტომბერი 2016 18:25
0
ქართველი ქეცბაიას ყველგან უბალეშიკებს.ცარმატებები ქეცბაიას
irakli
20 ოქტომბერი 2016 03:26
0
ხედავ შენ მაგათ? შენ რომ რუსეთის მოქალაქე ყოფილიყავი,პუტინი ჯარებს თუ არ შეიყვანდა,მაგრა მაინც ანერვიულებდა,ისე გაუხდიდა საქმეს.
ase mgonia
20 ოქტომბერი 2016 03:06
0
ქეცბაიას ეგება ნაკრებშიც არ აცალეს?:)...ოთხ წელიწადში რაც იყო ისიც დაანგრია და შეგვჭამა თავისი "ტო" -ხასიათით...ფურთხით მორწყა სათადარიგო სკამის სიახლოვე და კლოუნის გაღიმებული სურათები დაგვიტოვა სახსოვრად...ცხადაძეს რომ მისტიროდა ხალხი კიდევ მესმის, მაგრამ ქეცბაიას რომ მისტირის, ის ხალხი სამკურნალოა.:)
murtalo
20 ოქტომბერი 2016 02:26
0
ბუნდოვანი ის არის რომ პირდაპირ არ იძახის რაში იყო საქმე. აზრის გამოტანაც შენზე უკეთესად შემიძლია მითუმეტეს საბერძნეთში ვარ და შენზე მეტს ვხედავ. ამას ოლიმპიაკოსთან მოგებას სთხოვდნენ და წაგების მერე მაინც დატოვეს. მუდმივად იყო ლაპარაკი იმაზე, რომ გასახდელში სიტუაციას ვერ აგვარებსო და გაშვების მიზეზიც ეგ თქვეს. მაგან კარგად იცოდა საქმე ვისთან ჰქონდა საქმე. ეხლა გახდნენ ბერძნები ცუდი ხალხი და მანამდე არ იყვნენ?
გგგ
19 ოქტომბერი 2016 22:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული