თემურ ქეცბაია: ერთი ჩემი სისხლი არ დაულევიათ...

AutoSharing Option
ბოლო ტურში გამარჯვების მიუხედავად, ათენის აეკ-ის ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა თემურ ქეცბაია და მის ნაცვლად ჟოზე მორაიში (რომელიც ხშირად იყო ჟოზე მოურინიოს ასისტენტი) დანიშნა.

Sport24.gr-მ მცირე ინტერვიუ ჩამოართვა ქართველ სპეციალისტს. ქეცბაია "სპატას" ბაზაზე მივიდა და ფეხბურთელებს დაემშვიდობა. ქეცბაიამ აეკ-ში გატარებულ დროს "კანიბალიზმი" უწოდა:

"არასოდეს იცი, როდის დაგიდგება ეს დრო. ჩვენ დავასრულეთ საქმიანი ურთიერთობა. მინდა გუნდს იქ ყოფნა ვუსურვო, რისკენაც მიისწრაფვის. ბედნიერი ვიქნებოდი.

ეს საფეხბურთო კანიბალიზმია, ერთი ჩემი სისხლი არ დაულევიათ... მეტის თქმა არ მსურს. აეკ-ი ის გუნდია,
სადაც ფეხბურთს ვთამაშობდი და სადაც გამოვჩნდი, მაშინ გუნდი ძალიან დამეხმარა კარიერაში, მაგრამ მეც ვიმსახურებდი დროსა და კეთილსინდისიერ მოქცევას.

აქ კი სამ თვეში რაღაც შეუძლებელი მოითხოვეს. მოურინიოც კი ვერ შეძლებდა ამის განხორციელებას მოკლე დროში, 200 მილიონი რომც დაეხარჯა.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებსა და თანამშრომლებს, ჩვენ კარგი სამუშაო გავწიეთ.

მხოლოდ ორი ქულით ჩამოვრჩებით ლიდერს. სტუმრად წავაგეთ "ოლიმპიაკოსთან" თამაში, რომელიც სხვანაირადაც შეიძლება დასრულებულიყო. სამწუხაროდ, დავმარცხდით. უკან გახედვას აზრი აღარ აქვს", - განაცხადა ქეცბაიამ.

- ფიქრობთ, თუ არა, რომ თქვენი წასვლა გადაწყვეტილი იყო?
- "ოლიმპიაკოსთან" თამაშის შემდეგ შევხვდი ხელმძღვანელობას და ვუთხარი, რომ წავიდოდი. ჟურნალისტები სიმართლის წერის მაგივრად "გვბომბავდნენ". მინდოდა, კლუბის მხრიდან ამაზე რეაქციის დანახვა. როცა რაღაც ისე არ არის, ყველა იმალება.

ალბათ, ბევრს სურდა ლარისაში წაგვეგო, რადგან ასე ჩემი გათავისუფლება იოლი იქნებოდა. ჩვენ ვათამაშეთ 7 ბერძენი ფეხბურთელი (როგორც ითხოვდნენ) და მოვიგეთ კიდეც.

ბიჭებს წარმატებას ვუსურვებ, რადგან ისინი კარგად მუშაობდნენ.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ქეცბაია კარგი მწვრთნელობა და წესიერება გაზვიადებულია. საქართველოს ნაკრებს 8 წელი დააკარგვინა.
mamuka
09:55 06-11-2016
0
4 წელიწადში რაუნდა ექნაო ვინც ამას წერს ერთი კითხვა მაქ თქვენთან აპა ვაის როეცა მთელი საფეხბურთო სამყარო და ლამის ცოცხალი და მკვდარი არ დაუტოვეს ამ უკანასკნელს ვინ მოათრიეს ესო რაუნდა ექბა 3 თვეში გამოსულიყავით თქვე დალოცვილებო და დაგეცვათ მაინც ეს კაცი.დდ ერთი უნდა მოვძებნო სადმე ის კომენტარები რა ამბავი იყო ამ საიტზე დედაშვილს ვერაიყვანდა ისეთი კრიტიკა და ლანძღვა იყო.
qutaiseli
20:59 28-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული