გურამ კაშია: გუნდში ყველამ კარგად იცის, რა გველის კვირას

AutoSharing Option
23 ოქტომბერს არნემის "ვიტესი" "ნეიმეგენს" სტუმრობს, ეს კი ხელდერლანდის მხარის დერბია.

"ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ gelderlander.nl-ს დერბის წინ კომენტარი მისცა:

"დერბის განწყობას ორივე გუნდის ფანები ქმნიან. ისინი ზრუნავენ სტადიონზე შესაფერისი ატმოსფეროს შექმნაზე. "მოიგეთ ეს თამაში ჩვენთვის", - ხშირად გვეუბნებიან ფანები.

გუნდში ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება, რომლებიც მუდამ მოტივირებულები არიან და თავიანთი მოქმედებით სხვასაც გადასდებენ მონდომებას. საბედნიეროდ, "ვიტესის" ფეხბურთელმა უმეტესობამ კარგად იცის ამ დერბის არსი. მათ კარგად იციან, რა გველის კვირას.

კარგად ვემზადებით და განწყობა ამაღლებულია. იმედი მაქვს, რომ ორივე გუნდი კარგ
ფეხბურთს ითამაშებს, ეს თამაში ფანებისთვისაა", - განაცხადა ქართველმა მცველმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კაშია უნდა დარჩეს კაპიტნად და დაცვის ბურჯად
givi
10:27 20-10-2016
0
ერთერთი ნაღდი ევროპული კლა

ზის ფეხბურთელი საქმისადმი მიდგომით
კახა ქირია
01:59 20-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული