შოთა არველაძე: მიხარია, რომ "ალკმაარის" ფანების სიყვარული დავიმსახურე

AutoSharing Option
20 ოქტომბერს შოთა არველაძის "მაკაბიმ" ევროპალიგის III ტურის მატჩში სტუმრად მოუგო "ალკმაარს" - 2:1.

- შოთა არველაძის ტექნიკის დემონსტრირება "ალკმაართან" მატჩში [VIDEO]
- ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური: შოთამ ყოფილ გუნდს მოუგო [VIDEO]

შოთა ამ ჰოლანდიური კლუბის ყოფილი ფეხბურთელია და სამწვრთნელო კარიერაც (ვან გაალის ასისტენტად) იქ დაიწყო. ბუნებრივია, ის ალკმაარელ ფანებში პოპულარულია, მედიის ყურადღებასაც იმსახურებს. არველაძეს აზ-ს ფანსაიტი azfanpage.nl ესაუბრა.

- კლუბის ფანები თქვენ ძალიან თბილად შეგხვდნენ.
- დიდებულია. საოცარია, მაგრამ არც ისე დიდი ხანი ვიყავი "ალკმაარში", მაგრამ ფანების სიყვარული მაინც
დავიმსახურე. ასეთ სიტუაციაში აქ დაბრუნება ძალიან სასიამოვნოა. მიხარია ისიც, რომ ბევრი ისეთი ადამიანი მოვიდა ჩემთან შესახვედრად, რომელსაც კლუბთან ახლა კავშირი აღარ აქვს - ეს უბრალოდ ფანტასტიკურია.

- თქვენ აქ გადადგით პირველი სამწვრთნელო ნაბიჯები.
- ეს ყველაფერი "აზ ალკმაარის" დამსახურებაა. კლუბი დამეხმარა მე, აქ დავიწყე სამწვრთნელო კარიერა. მათ ჩემში მომავლის კარგი მწვრთნელი დაინახეს, აქ ბევრი რამ ვისწავლე. ყოველთვის მადლიერი ვიქნები ამისთვის.

- თქვენ აქ ძალიან უყვარხართ, ხომ არ აპირებთ სამომავლოდ სამწვრთნელო კარიერის ჰოლანდიაში გაგრძელებას?
- ეს სიყვარული შეუფასებელი რამ არის. როგორც უკვე გითხარით, აქ არც ისე დიდ ხანს ვთამაშობდი. "ალკმაარი" კვლავ ძლიერი გუნდია, მე ის ძალიან მიყვარს და იმედი მაქვს, რომ ეს სიყვარული ორმხრივია.

რაც შეეხება მომავალს, არავინ იცის, რა გველის მომავალში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის გრძნობაა, რომელიც აქაურ ფანებთან შეხვედრისას დამეუფლა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული