პოლონური მედია: ძვირფასო ვაკო, გაგვეცნობი ოდესმე?

AutoSharing Option
weszlo.com-მა გამოაქვეყნა სტატია ვარშავის "ლეგიას" ახალწვეულ ვაკო ყაზაიშვილზე, სათაურით: "ძვირფასო ვაკო, გაგვეცნობი ოდესმე?" ოდნავ შემოკლებულ სტატიას აქვე გთავაზობთ:

"გვინდა მოგიყვეთ ვაკო ყაზაიშვილზე, მაგრამ როგორ? ჩვენ ის თითქმის არ გვინახავს. ფეხბურთელი, რომელმაც ჰოლანდიის ერედივიზიეს ბოლო ორ სეზონში 21 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა, პოლონეთის ჩემპიონატში უნდა ბრწყინავდეს.

არადა, ყაზაიშვილი, უკვე ორი თვე ხდება, "ლეგიაშია". როგორც ჩანს, ის მარიან ანტოლოვიჩის ("ლეგიას" ყოფილი მეკარე) შემდეგ გუნდის ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. ციფრები საშინელია - ვაკომ გასულ სეზონში უფრო მეტი გოლი და პასი მიითვალა,
ვიდრე "ლეგიაში"... სათამაშო წუთი. "ლეგიას" ახალი ვარსკვლავისგან" არც არაფერი ისმის.

მოდი, გავიხსენოთ მოვლენები, რომლებიც ვაკოს "ლეგიაში" ტრანსფერს მოჰყვა:
- 31 აგვისტო: გაფრინდა ვარშავაში და კონტრაქტი გააფორმა.
- შემდეგ წავიდა ნაკრების შეკრებაზე ავსტრიასთან თამაშის წინ.
- 9 სექტემბერს პირველად ივარჯიშა "ლეგიაში".
- 10 სექტემბერს "ლეგიამ" "ტერმალიცასთან" ვაკოს გარეშე ითამაშა.
- 14 სექტემბერს ვაკომ ჩემპიონთა ლიგაზე "დორტმუნდის" წინააღმდეგ ითამაშა.
- 18 სექტემბერს ის უკვე აღარ იყო "ზაგლებიესთან" მატჩის განაცხადში.

ჰასიმ მაშინ ახსნა, რომ ყაზაიშვილი იმიტომ არ ათამაშა, რომ "ბორუსიასთან" მატჩში გუნდელებს ნომრებით ეძახდა, რადგან მათი სახელებიც კი არ იცოდაო. ეს ცოტა აბსტრაქტული მტკიცებაა, რადგან ვაკო ვარჯიშებზე გუნდელებთან ერთად ემზადებოდა.

ბოლო მატჩის საფინალო სასტვენსაც არ დაელოდა ვაკო, რომ ტაქსით გაემართა სტადიონიდან. ასეთი საქციელი კი კლუბში არ მოსწონთ.

- 23 სექტემბერს "ვისლასთან" მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
- 27 სექტემბერს (უკვე მწვრთნელი მაგიერაა) "სპორტინგთან" მატჩის 18 კაცში ვერ მოხვდა.

მაშინ ახალმა მწვრთნელმა თქვა, რომ "სპორტინგთან" მოსამზადებლად ცოტა დრო ჰქონდა და ვაკოს ვერ გამოუნახა პოზიცია. წარმოიდგინეთ, "ლეგიას" თავკაცმა არ იცის, რას ელოდოს ქართველისგან. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ამბიდან ერთი თვის მერეც არ ვიცით, რას ველოდოთ ქართველისგან.

ვაკო ლისაბონში მაინც წაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, არ ითამაშებდა. ის ჩანდა ახალ გუნდელებთან ერთად, ხუმრობდა მათთან ერთად, მოკლედ, პოზიტიური სიახლე მაინც იყო...

ვაგრძელებთ:
- 1-ელ ოქტომბერს "ლეხიასთან" მატჩის ბოლო 13 წუთი ითამაშა. თითქოს, მისი კარიერა ნელ-ნელა აეწყო "ლეგიაში". წავიდა ნაკრების შეკრებაზე.
- 14 ოქტომბერს "პოგონთან" წაგებულ მატჩში 24 წუთი ითამაშა.
- ოთხ დღეში, 18 ოქტომბერს 16 წუთი ითამაშა "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალის" წინააღმდეგ.

ისე ჩანდა, რომ "ლეხთან" მატჩში ვაკო სასტარტოში უნდა ყოფილიყო, მაგრამ შანსი ფინელ ჰამალაინენს მიეცა. თვე-ნახევრის განმავლობაში ვაკომ ჩემპიონატში 37 წუთი ითამაშა! მისმა კონკურენტმა ჰამალაინენმა 101, ლანგილმა - 180, "ბულგარელმა კრიშტიანო რონალდომაც" (ალექსანდროვი) კი მასზე მეტი ითამაშა - 54 წუთი.

სულ უფრო და უფრო ეჭვი გვეპარება, რომ ყაზაიშვილი "ლეგიას" მოწინავე ფეხბურთელი გახდება. ტრანსფერის შემდეგ ვაკოს ფრჩხილიც კი არ ასტკიებია, მცირე ტრავმაც არ მიუღია.

პოლონეთში ელიან, როდის გაარღვევს ვაკო ამ წარუმატებელ წრეს, მაგრამ უსასრულოდ ვერ დაელოდები...
მკითხველის კომენტარები / 7 /
ხათრით დაყენებული კაცი სეზონზე 10ბურთს ვერ გაიტანს,ლეგიას კი სანამ იყიდიდა, მანამდე უნდა მოეფიქრებინა მისი ამპლუა.ვაკომ ნაკრებში მშვენივრად ითამაშა და პოლონელები დაარწმუნა თავის შესაძლებლობებში.ასე რომ,ახლა ბურთი მათ მოედანზეა.ერთია მხოლოდ,უთამაშებლად სათამაშო კონდიციას დაკარგავს.
სოსო
26 ოქტომბერი 2016 18:15
0
ლეგია ხომ მყავს რა გრანდი რა უცნაური ხალხი ხართ ბიჭო მარტო ციფრები მეტყველებს იმაზე ვაკო როგორი დონის ფეხბურთელია 37 წუთში რა გინდა კაცმა გააკეთოს სვარკა თამაშებში ერთი თამაში თუ მაინც გინახავს ლეგიას შესრულებით ჩემპიონატში პოლონეთის ? :) და რეალთან რომ შემოვიდა ძალიან კარგად ითამაშა ბევრი იაქტიურა ეტყობა რომ მონდომებულია
namdvil zazas
26 ოქტომბერი 2016 13:13
0
კიდევ ერთხელ ვამბობ იმას, რასაც შარშან ვამტკიცებდი - ვაკო ძალიან საშუალო დონის ფეხბურთელია, რომელსაც (ყველამ ვიცით ვისი) ხათრით აყენებდნენ ვიტესის ძირითადში.

მოხვდა თუ არა იმ გარემოში სადაც პროტეჟე არ ჰყავს და გამოჩნდა რაც არის...


namdvili zaza
26 ოქტომბერი 2016 12:08
0
ვაკოს შეიძლება არასწორად ექცევიან, მაგრამ პროფესიონალიზმი ისაა რომ მოითბინოს და ნერვებს არ აყვეს, შანსი აუცილებლად მიეცემა.
gio
25 ოქტომბერი 2016 21:26
0
ეე ბიჭო 10 წუთით რო შეყავს წაგებულ თამაშში, როგორ უნდაა დამტკიცოს ვერ ვხვდები, იასნა დრიბლინგზე წავა ხო რამით რო დაამახსოვროს თავი და მერე იძახიან გუნდურათ არ თამაშობსო
giga
25 ოქტომბერი 2016 19:51
0
თუ შანსი არ მიეცი და თამაშში არ ჩართე, რანაირად უნდა გაგეცნოთ? ვიდეოები ლინკები ჩაგიგდოთ ჩათში? როგორ ამწარებდა აიაქს და ფეინოორდს? ძალიან ძალიან ბანზი გუნდია ლეგია, შემთხვევით მოხვედრილი ლიგაზე და თავი მართლა რაღაც ჰგონიათ. კი ჩაახედეს სარკეში.. ეხლა კიდე ვაკოში ეძებეთ მიზეზები, კაცს არ ათამაშებენ და რაღაცას სთხოვენ
lado
25 ოქტომბერი 2016 17:37
0
პოლონელების გულისტკივილი სულ არ მეხატება . მე და ჩვენ ჩვენი გულისტკივილი გვაქვს . არა მგონია პოლონეთის ჩემპიონატი ჰოლანდიის ჩემპიონატზე მეტი იყოს , ამიტომ ვაკოს გადასვლას პოლონეთში წარმატებულად არ ვთვლი . წარმატებულად , რომ მოემზადოს ნაკრების თამაშებისთვის, რაც ყველა ქართველის უპირველესი მიზანია , ვაკოს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და მანდაც , კი არ აძლევენ შანსს. თუ ასე გაგრძელდა სჯობს დატოვოს პოლონეთი.
ბესო72
25 ოქტომბერი 2016 17:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული