ჯანო ანანიძემ მოსკოვის "სპარტაკთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა.

ახალი კონტრაქტის მიხედვით, 24 წლის ქართველი "სპარტაკში" 2021 წლის 31 მაისამდე რჩება. ჯანო 2007 წლიდან "სპარტაკის" სისტემაშია, მას 2009 წლის ივლისში ჰქონდა დებიუტი პირველ გუნდში, რაც გოლით და რეკორდით აღნიშნა - ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა კლუბის ისტორიაში (16 წლის, 9 თვისა და 5 დღის).

2009 წლის ოქტომბერში მან უკვე რუსეთის ჩემპიონატში გაიტანა და ამ ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა (17 წლისა და 8 დღის).

"სპარტაკის"
რიგებში ჯანო ანანიძემ 111 მატჩში 16 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრებში ჯანოს ანგარიშზე 32 მატჩში 4 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 27 /
როგორ ველოდებოდი მის გრანდში გადასვლას,ან უკეტეს ევროპულ გუნდში. უთავმოყვარეო ყოფილა!
პაატა გომართელი
22:08 27-10-2016
0
სწორი გადაწყვეტილებაა, ძირითადში თამაშობს ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდში , თან აქ გაზრდილია . რა უნდა ევროპაში? ხელფასი აქ უკეთესი ექნება ლიგაზე ითამაშებს , ეხლა რეალი და ბარსელონა თუ მიიწვევენ ისედაც წავა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული