ლეგიონი გუშინ: თორნიკე ოქრიაშვილი რუსეთის თასის მეოთხედფინალშია

AutoSharing Option
რუსეთის თასის 1/4-ფინალში თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" გავიდა, რომელმაც "ორენბურგთან" საშინაო მატჩის ძირითად დროში 2:2 ითამაშა, დამატებითში კი ერთი გოლი გაიტანა და გაიმარჯვა. ოქრიაშვილი მასპინძელთა შორის 89-ე წუთზე გამოჩნდა.

თასის ამავე ეტაპზე "კრილია სოვეტოვი" შინ 1:3 დამარცხდა მოსკოვის "ლოკომოტივთან". სამარელთა ქართველი მეკარე გიორგი ლორია თადარიგში იყო. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ან მსუბუქი ტრავმის გამო მოხდა, ან "კრილიას" მწვრთნელმა სათასო შეხვედრაში მეორე მეკარეს მისცა თავის გამოჩენის შანსი.

ისრაელში "ტოტოს თასის" (ლიგის თასის ანალოგია) 1/4-ფინალის პირველ მატჩში შოთა არველაძის გაწვრთნილი თელ-ავივის "მაკაბი" საკუთარ
მოედანზე "შმონას" დაუხვდა და 3:2 მოუგო. ამ წყვილში გამარჯვებულს გაარკვევს საპასუხო მატჩი, რომელიც 30 ნოემბერს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თოკო, მიაწექი შენებურად. ძირითადში უნდა მოხვდე სისტემატიურად. გაიხარე, გფარავდეს უფალი.
gizog
12:52 28-10-2016
0
ოქრის გუნდში დიდი კონკურენციაა ეს ერთი მხრივ კარგია მეორე მხრივ ცუდი. სულ შეცვლებზე თუ ითამაშა რათქმაუნდა ვერ განვითარდება. ვუსურვებ არ დაყაროს ფარხმალი და იბრძოლოს ძირითადისთვის. ამ კლუბში რუსეთის ნაკრების წევრები ზიან თადარიგში და ოქრის დიდი ბრძოლა მოუწევს რომ დაამტკიცოს რაც შეუძლია.
kika
11:41 28-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული