კაჭარავას ბენეფისი - ნიკამ "კარმიოტისას" 4 გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 ოქტომბერს კვიპროსის ჩემპიონატში ნიკა კაჭარავას ბენეფისი შედგა. კაჭარავას "ეთნიკოსმა" მე-9 ტურში "კარმიოტისას" უმასპინძლა და ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

კაჭარავა მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და ოთხივე გოლი სწორედ მან გაიტანა. ქართველმა ფორვარდმა თავი 31-ე, 43-ე, 47-ე და 56-ე წუთებზე გამოიჩინა.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ნიკა ყიფიანიც, რომელმაც მოედანი 61-ე წუთზე დატოვა. მის ნაცვლად გიორგი ილურიძე შევიდა.

8 ქულით "ეთნიკოსი" სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რაის გაფართოებული შემადგენლობა,ამ ეტაპზე სხირტლაძე,კაჭარავა და ქვილითაია უნდა იყონ წინა ხაზში
ბაჩო გ
21:02 29-10-2016
0
საღოლ ნიკოლოზ
0

სიახლეები პოპულარული