ლეგიონი: რუსეთში გიორგი ლორია აგებს, იტალიაში ირაკლი შეყილაძეს გააქვს...

AutoSharing Option
31 ოქტომბერს რამდენიმე ქართველი ლეგიონერის გუნდმა ითამაშა.

რუსეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში "კრილია სოვეტოვი" სტუმრად დაუპირისპირდა "ორენბურგს" და 0:1 დამარცხდა. სტუმართა მეკარე გიორგი ლორიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, ის ერთადერთი გოლი კი ახლო მანძილიდან დარტყმით, უიმედო სიტუაციაში გაუშვა.

"რუბინმა" საბა კვირკველიას გარეშე (განაცხადშიც არ ყოფილა) შინ 2:0 მოუგო "ლოკომოტივს".

"კრილია სოვეტოვის" მდგომარეობა უმძიმესია - გუნდს 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ფსკერზეა. "რუბინი" 15 ქულით მე-10 ადგილზეა.

* * *
იტალიის ლეგა პრო A-ს მორიგ
ტურში ირაკლის შეყილაძის (90 წთ) "ტუტოკუოიომ" სტუმრად 2:1 დაამარცხა "პონტედერა". ამ მატჩში ანგარიში 24 წლის ქართველმა შემტევმა გახსნა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კვირკველია უნდა წავიდეს რუბინიდან თორემ სულ დაიკარგება დიდი ფეხბურთისთვის!
zaza
13:50 01-11-2016
0

სიახლეები პოპულარული