"სეზონის დასრულების შემდეგ, როგორც სპორტულ დირექტორს, ხოსე ნარანხოს, ემანას და აბურჯანიას შენარჩუნება მსურდა, მაგრამ კლუბს თავისი მოთხოვნა აქვს - მან ბიუჯეტი უნდა დააბალანსოს და მას თანხაც სურდა.
რთულია ფეხბურთელის შენარჩუნება, როცა საკმაოდ სარფიან შემოთავაზებას იღებ მის სანაცვლოდ. როგორც სპორტული დირექტორი, ვეცადე, მათი შემცვლელები მეპოვა.
იგივე ეხება გიორგი აბურჯანიას. მისი შენარჩუნება იყო საჭირო, მაგრამ კარგი თანხის სანაცვლოდ გავყიდეთ", - ციტირებს წყარო სპორტულ დირექტორს.