"ხიმნასტიკის" სპორტული დირექტორი: მე აბურჯანია მსურდა, გუნდს - ფული!

AutoSharing Option
"ხიმნასტიკის" სპორტულმა დირექტორმა ემილიო ვიკეირამ diaridetarragona.com-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც გუნდის ყოფილ ნახევარმცველ გიორგი აბურჯანიაზეც ისაუბრა.

"სეზონის დასრულების შემდეგ, როგორც სპორტულ დირექტორს, ხოსე ნარანხოს, ემანას და აბურჯანიას შენარჩუნება მსურდა, მაგრამ კლუბს თავისი მოთხოვნა აქვს - მან ბიუჯეტი უნდა დააბალანსოს და მას თანხაც სურდა.

რთულია ფეხბურთელის შენარჩუნება, როცა საკმაოდ სარფიან შემოთავაზებას იღებ მის სანაცვლოდ. როგორც სპორტული დირექტორი, ვეცადე, მათი შემცვლელები მეპოვა.

იგივე ეხება გიორგი აბურჯანიას. მისი შენარჩუნება იყო საჭირო, მაგრამ კარგი თანხის სანაცვლოდ გავყიდეთ", - ციტირებს წყარო სპორტულ დირექტორს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმიტომაც არიან ბოლო ადგილზე,წელს გავარდებიან
imitomac
14:41 03-11-2016
0

სიახლეები პოპულარული