საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა
საბა კვირკველიამ დღეს ყაზანის "რუბინის" პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშა. კვირკველია გუნდის წინა ვარჯიშზე არ იმყოფებოდა, რისი მიზეზიც უცნობია.
ინფორმაციას gazeta.ru ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ კვირკველიას რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით არცერთი შეხვედრა ჩაუტარებია.