- "ხიმნასტიკის" სპორტული დირექტორი: მე აბურჯანია მსურდა, გუნდს - ფული!
ერთ-ერთი კითხვა გიორგი აბურჯანიას ეხებოდა. აღმოჩნდა, რომ "ხიმნასტიკმა" ქართველი საყრდენი ნახევარმცველი ბიუჯეტის შესავსებად გაყიდა.
ცნობილია, რომ "სევილიამ" ტარაგონულ კლუბს 1,5 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა "ტრანსფერმარკტი" ამტკიცებს, რომ თანხა ოდნავ მეტი - 1,8 მილიონი ევრო იყო. თავად "ხიმნასტიკმა" კვიპროსულ "ანორთოსისს" ქართველის სანაცვლოდ 150 ათასი ევრო გადაუხადა.
საინტერესოა, რომ
სხვათა შორის, ოთარ კაკაბაძის ფასიც ორჯერ გაიზარდა და თუ შარშან 250 ათასად იყო შეფასებული, ახლა უკვე ნახევარი მილიონი ღირს.
ამგვარად, აბურჯანია საქართველოს ნაკრების "მილიონერთა" კლუბში ჩაირიცხა.
ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელები
ფეხბურთელი კლუბი ღირ.
ს. კვირკველია რუბინი 4,0*
ვ. ყაზაიშვილი ვიტესი 3,5
გ. კაშია ვიტესი 2,5
ჯ. ანანიძე სპარტაკი 2,5
ჯ. კანკავა რეიმსი 2,0
თ. ოქრიაშვილი კრასნოდარი 1,5
ა. კობახიძე ვოლინი 1,2
გ. ლორია კრილია 1,2
გ. აბურჯანია სევილია II 1,0
* თანხები მოცემულია ევროში
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"