საინტერესო დეტალები გიორგი ჯიქიასა და სფფ-ს შორის გამართული მოლაპარაკებებიდან

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრებთან ერთად დოჰაში ემზადება
გიორგი ჯიქია
მოსკოვის ცსკა-სთან მატჩის შემდეგ, რომელშიც გოლი გაიტანა, "სპორტ-ექსპრესმა" მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, 7 ნოემბერს კი პერმის "ამკარის" წარმოშობით ქართველი მცველი რუსეთის ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა და გუნდთან ერთად დოჰაში გაფრინდა, სადაც 10 ნოემბერს ყატარს შეხვდება. ამის შემდეგ სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდი გროზნოში რუმინეთს უმასპინძლებს...

"ნაკრების შეკრებაზე გამგზავრებამდე პერმელთა მცველმა სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან ყველა ორთაბრძოლა მოიგო და 11 გადაცემა ჩაჭრა. ის ცსკა-სთან შეხვედრაში საუკეთესო იყო", - წერს "სპორტ-ექსპერესი", რომელთან
ინტერვიუშიც ჯიქიამ თქვა, რომ რუსეთის მთავარ გუნდში თამაში სურს.

"ნაკრების შეკრებაზე სპეციალურად ცოტა ადრე მივედი, ეკიპირება რომ მიმეღო. როგორი შეგრძნებაა ქვეყნის მთავარ გუნდში ვარჯიში? ყველაფერი ჩინებულად არის და დადებით ემოციებში ვარ. ახლა უფრო მნიშვნელოვანია, მოედანზე დავამტკიცო, რომ ნაკრებში გამოძახების ღირსი ვარ", - ამბობს ჯიქია.

22 წლის მცველმა საქართველოს ნაკრებზეც ილაპარაკა:

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან დამირეკეს და სურთ, რომ ეროვნულ გუნდში მიხილონ. თუმცა, რუსეთის ნაკრების შეკრებაზე მიმიწვიეს და მივედი. დიახ, იმიტომ, რომ რუსეთში თამაში მსურს. ამისთვის წინ დიდი გზა მაქვს გასავლელი, მაგრამ ახლა შანსი მაქვს დავამტკიცო, რომ ამისთვის მზად ვარ".

სხვათა შორის, ჯიქიასა და ფეხბურთის ფედერაციის მოლაპარაკებაზე საინტერესო ამბები შევიტყვეთ. მოლაპარაკება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაიმართა, როცა ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე გახლდათ. მასაც სურდა ჯიქიას ნაკრებში მიწვევა.

რუსეთში ქართველები საგანგებო მისიით გაემგზავრნენ და გიორგისაც შეხვდნენ. ამ შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ "ლელოსთან" თქვა, რომ ჯიქია უბრალო, გულიანი და პატიოსანი ადამიანია. ფედერაციის შეთავაზებაზე ჯიქიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურდა და ფეხბურთის ფედერაციასთან სალაპარაკოდ მზად იყო.

მაგრამ ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ქართული პასპორტი საკლუბო კარიერაში პრობლემას შეუქმნიდა - რუსეთის პრემიერლიგაში ლეგიონერად ჩაითვლებოდა, რაც გუნდსაც არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩააგდებდა და თავად მასაც. ანუ მაშინაც კი, როცა ჯიქიას რუსეთის ნაკრებში არ იწვევდნენ და ერთი შეხედვით, ასარჩევიც არაფერი ჰქონდა, ლეგიონერობის საკითხი აფიქრებდა. გაირკვა, რომ მას რუსი მენეჯერი ჰყავს და მოქალაქეობის შეცვლას კატეგორიულად სწორედ ის ეწინააღმდეგებოდა.

ჯიქიას სიფრთხილე გასაკვირი არც არის, რადგან საქართველოს ნაკრებში თამაშის თანხმობის შემთხვევაში, ის გრძნობდა საშიშროებას, რომ კლუბში ადგილს დაკარგავდა, სათამაშო პრაქტიკის პრობლემა შეექმნებოდა და ასეთი - საქართველოს ნაკრებსაც აღარ დასჭირდებოდა.

მისი დათანხმება ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების ახალმა ხელმძღვანელებმაც სცადეს, ხშირი კავშირიც ჰქონდათ და ცდილობდნენ, სასურველი პასუხი მიეღოთ, მაგრამ ჯიქია ისევ ყოყმანობდა და ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირდა.

ნოემბრამდე მისი დაყაბულების ვარიანტი ის იყო, რომ ჯიქიას "ამკართან" კონტრაქტი ნახევარ წელიწადში უმთავრდება და ევროპაში გადასვლის შემთხვევაში, "ჯვაროსნებში" მისი ჩამოყვანა გაადვილდებოდა.

მაგრამ რუსეთის ნაკრებში გამოიძახეს და გიორგის საქართველოს ნაკრებში თამაში პრობლემური გახდა - ახლა ჯიქიას გამო დიდი აჟიოტაჟი ატყდა და მისით პრემიერლიგის ლიდერები დაინტერესდნენ.

სამწუხაროდ, ვითარება ასე შემოტრიალდა და ცხადია, ეს გულდასაწყვეტია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 33 /
Sionshi ro volkovi tamashobs, vtkvat da magari fexburteli dadga , ruseti unda amjobinos sakartvelos? Esec ikaa dabadebu gazrdili, rato adanashaulebt? An moragbe kakovins rusetis nakrebi unda aerchia?
Gio tb
08 ნოემბერი 2016 18:13
0
თუ მაგარი ფეხბურთელია ნაკრებში თამაშით, რუსეთში პრობლემა არ შეექმნებოდა. ორმაგი მოქალაქეობასაც მიანიჭებდნენ, მაგრამ არის რუსი სულით და გვარს და სახელს რა მნიშვნელობა აქვს. დიქსონი უფრო ქართველია კალათბურთელი და ჯონი ბიზნესმენი, ვიდრე ეგ!
ვახო
08 ნოემბერი 2016 17:55
0
ეგეც ეხლა მარადონა ან მესი არ იყოს, საშუალო დონის ფეხბურთელია, ჩემი აზრით გოგია გაცილებით ძლიერია
Giorgi
08 ნოემბერი 2016 17:20
0
დაიკიდეთ!!!
Giorgi
08 ნოემბერი 2016 17:17
0
ჯიქიას არა აქვს ქართული სული ამიტომ შეეშვით ნუ აწუხებთ
givi
08 ნოემბერი 2016 16:55
0
რუსია რა
Ferrari18
08 ნოემბერი 2016 16:33
0
საქართველოს ნაკრებში რო ითამაშო ქართული სული უნდა ქონდეს
Ferrari18
08 ნოემბერი 2016 16:32
0
სისულელეებს ნუ წერთ ეს ჟურნალისტები. ,,გაირკვა, რომ მას რუსი მენეჯერი ჰყავს და მოქალაქეობის შეცვლას კატეგორიულად სწორედ ის ეწინააღმდეგებოდა'' მოქალაქეობის შეცვლა არ მოუწევს ორმაგი მოქალაქეობა ექნებოდა, ოღონდ მთავრობამ უნდა მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა და სხვა არაფერი. თითქმის ყველა ფეხბურთელი ვინც რუსეთში თამაშობდა რუსეთის მოქალაქე გახდა ამით საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს მაგრამ მერე აღიდგინეს და ეხლა ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, იგივე ნავალოვსკი არ გახსოვთ?
ვანო
08 ნოემბერი 2016 16:31
0
აგერ ვნახავთ ორ თამაშს ათამაშებენ და მორჩება ამის რუსული სანაკრებო კარიერა. ჩვენ კიდევ წამოგვეზრდება ასესეთებიც და უკეთესებიც.
1
08 ნოემბერი 2016 16:26
0
და სადაც უნდა იქ ითამაშოს მაგის გარდა რამდენი ფეხბურთელია მიდი და მიხედეთ მაგრამ ესე სხვისი გამოზრდილი და ფეხზე დაყენებული გინდათ და მერე მოისვრით სადღაც აღარც მოიკითხავთ იმას არ კითხულობთ შემდეგ რა კლუბში ითამაშებს და როგორ გააგრძელებს განვითარებას ლაქლაქი ადვილია
1
08 ნოემბერი 2016 16:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული