პოლონური futbolfejs.pl-ს ინფორმაციით, რამდენიმე დღეში "ლეგიას" მთავარი მწვრთნელი იაცეკ მაგიერა კლუბის ხელმძღვანელობას უნდა შეხვდეს და რამდენიმე ფეხბურთელის მომავალზე ისაუბროს.
ერთ-ერთი სწორედ ყაზაიშვილია, რომელსაც პოლონურ გუნდში სათამაშო დრო არ ეძლევა. წყაროს ცნობით, ალბათობა იმისა, რომ ვაკო იანვარში არნემში დაბრუნდება, დიდია.
შეგახსენებთ, რომ "ლეგიამ" ყაზაიშვილი "ვიტესიდან" იჯარის წესით სეზონის ბოლომდე აიყვანა.