პოლონური მედია: დიდი ალბათობით, ყაზაიშვილი იანვარში "ვიტესში" დაბრუნდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც იჯარის წესით ვარშავის "ლეგიაში" იმყოფება, შესაძლოა, არნემის "ვიტესში" იანვარშივე დაბრუნდეს.

პოლონური futbolfejs.pl-ს ინფორმაციით, რამდენიმე დღეში "ლეგიას" მთავარი მწვრთნელი იაცეკ მაგიერა კლუბის ხელმძღვანელობას უნდა შეხვდეს და რამდენიმე ფეხბურთელის მომავალზე ისაუბროს.

ერთ-ერთი სწორედ ყაზაიშვილია, რომელსაც პოლონურ გუნდში სათამაშო დრო არ ეძლევა. წყაროს ცნობით, ალბათობა იმისა, რომ ვაკო იანვარში არნემში დაბრუნდება, დიდია.

შეგახსენებთ, რომ "ლეგიამ" ყაზაიშვილი "ვიტესიდან" იჯარის წესით სეზონის ბოლომდე აიყვანა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
თუ დაბრუნდება,ძალიან კარგი იქნება.პოლონეთში ათლეტურ სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ და იქ ვაკოს ასე პირდაპირ შეგდება კარგად ვერ დამთავრდებოდა.რაღაც შესაგუებელი პერიოდი აუცილებელი იყო,მაგრამ არავინ არ მისცა და ამით ორივე მხარემ წააგო.
სოსო
15:20 17-11-2016
0
მე ვიყავი ერთ-ერთი ალბათ! მაშინ არ ვიცოდი თუ მას არც კი გასინჯავდნენ, ვინ არის, რა შეუძლია! ამიტომ აქ ყაზაიშვილის და მით უმეტეს ჩემისთანების რა ბრალია თუ პანებს თავი ვინი პუხივით ბზით აქვთ გამოტენილი!
არჩილ ხოფერია
16:18 17-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული