ვაკო ყაზაიშვილმა "ლეგიას" რიგებში ერთთვიანი პაუზის მერე პირველად ითამაშა და თანაც, სასტარტო შემადგენლობაში. ქართველი 65-ე წუთზე შეცვალეს, როცა სტუმრები 2:0-ს იგებდნენ.
"დღეს ვაკომ დაამტკიცა, რომ ამ გუნდის სრულფასოვანი წევრია და მე ეს ძალიან მახარებს", - განაცხადა მატჩის შემდეგ "ლეგიას" თავკაცმა იაცეკ მაგიერამ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე პოლონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლეგია" ყაზაიშვილთან დაკავშირებით საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე გაწყვეტას და ფეხბურთელის არნემის "ვიტესში" დაბრუნებას აპირებდა.