ლეგიონი. გიორგი მერებაშვილმა "ლეხიას" გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ნოემბერს პოლონეთის ექსტრაკლასას მე-16 ტურის მატჩები გაიმართა. გიორგი მერებაშვილის პლოცკის "ვისლა" "ლეხიას" ესტუმრა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

სტუმართა რიგებში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ ქართველი ფეხბურთელია. მერებაშვილმა სტუმრები შეხვედრის 28-ე წუთზე დააწინაურა, თუმცა მე-60 წუთზე თავის საჯარიმოში წესები დაარღვია, რის გამოც პენალტი დაინიშნა და ანგარიში გათანაბრდა, რასაც 81-ე წუთზე მეორე გოლიც მოყვა. მანამდე კი, 55-ე წუთზე, მერებაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო.

მთავარმა მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელი მოედნიდან 73-ე წუთზე გაიყვანა. "ვისლა" 16 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მერებაშვილს წელიწადში სამჯერ გააქვს გოლი და ასეთი ფორვარდი ნამდვილად არაა ,,დასაკარგი"...
status quo
13:53 20-11-2016
0
რა უქნია აუფ აუფ.ეხლა ვაისი ნაკრებში გამოიძახებს ალბათ და იქ დაგლიჯავს ყველაფერს.წელიწადში ერთხელ სადღაც გაიტანენ ბურთს და ატყდება ერთი ამბავი ეს გააკეYა და ის ჰააკეთა.არაფერიც არ გააკეთა.არ არიან ჩვენი ფეხბურთელები კლასიანი მოთამაშეები.ჩვენი ფეხბურთი არის ჭ კლასზე ქვემოთ და უნდა გაუსწოროთ მწარე რეალობას თვალი
გოგა
15:27 20-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული