პოლონური მედია: ვაკო ყაზაიშვილი "დორტმუნდთან" სასტარტოში იქნება

AutoSharing Option
przegladsportowy.pl-ის ინფორმაციით, დღეს დორტმუნდის "ბორუსიასთან" საგარეო მატჩში ვაკო ყაზაიშვილი "ლეგიას" სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ 23:45-ზე "ლეგია" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის მატჩს თამაშობს. პოლონეთის ჩემპიონი პლეი ოფში ვეღარ გავა, თუმცა მას ევროპალიგის პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლა შეუძლია.

"ტიბო მულენის არყოფნაში შანსი ვაკო ყაზაიშვილს მიეცემა", - წერს პოლონური გაზეთი.

ვაკო ყაზაიშვილმა პოლონეთის პირველობის ბოლო ტურში პირველად ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორც იქნა ქართველების ოცნება ახდა რაა რამდენი ხანი ველოდით ამას
ვაკო
18:28 22-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული