"თავიდან "ნორჩ დინამოში" ვვარჯიშობდი, სადაც 5 წელი ავთო შენგელია იყო ჩემი მწვრთნელი. მერე "ვიტ ჯორჯიაში" გადავედი, სადაც 2 წელი ზაზა დიდებაშვილის ხელმძღვანელობით ვითამაშე.
ამის შემდეგ უკრაინაში, კერძოდ, კიევის "არსენალში" ვიყავი და სინჯების შემდეგ გუნდში მითხრეს, რომ კონტრაქტი დეკემბერში უნდა გაგვეფორმებინა. მაგრამ გუნდს მწვრთნელი შეუცვალეს და აღარ წავედი.
ზუსტად იმ დროს, მენეჯერმა პოლონეთში წამიყვანა და ტესტირების შემდეგ, დაბალი ლიგის ელენა-გორას "კარკონოზცეს" მწვრთნელსა და ხელმძღვანელობას
ის პოლონეთში შეძენილ პლუსებზე გველაპარაკა:
"პოლონური ფეხბურთი ტექნიკური არ არის. მაგრამ ფიზიკურად ძლიერები არიან და ძალიან სწრაფად თამაშობენ. საქართველოს შემდეგ აქ ბევრის სწავლა შეიძლება და, რაც მთავარია, წინსვლაც რეალურია.
მართალია, პოლონეთის რეგიონული ლიგის გუნდში ვთამაშობ, მაგრამ ყურადღება ამ დონეზეც იგრძნობა.
გამიხარდა, როცა თანაგუნდელებმა გაზეთში ჩემზე დაწერილი სტატიები მაჩვენეს. არადა, ჩემზე ჯერ საქართველოშიც არავინ არაფერი იცის. მაგრამ იმედი მაქვს, გამიცნობენ.
საქმე ისაა, რომ ექვს შეხვედრაში 6 გოლი გავიტანე და, როგორც ვიცი, პირველი ლიგის კლუბი დაინტერესდა - პოლონეთში სწორედ ამ პერსპექტივით ჩავედი. ადრე კლუბი უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, საიდანაც ფინანსური პრობლემების გამო მოკვეთეს, თორემ ევროპული სტანდარტების პირობები და სტადიონი აქვს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"