ლეგიონი. U21. გიორგი არაბიძემ "დნიპროსთან" დუბლი გაიფორმა

AutoSharing Option
დღეს უკრაინის ახალგაზრდული ჩემპიონატის მე-16 ტურში დუბლი გაიფორმა ქართველმა ფორვარდმა გიორგი არაბიძემ. არაბიძის დონეცკის "შახტარი" "დნიპროს" ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 4:1 გაანადგურა.

ქართველი ფეხბურთელი დონეცკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 80 წუთი დაყო. არაბიძემ თავი 50-ე და 55-ე წუთებზე გამოიჩინა.

"შახტარის" ოფიციალური საიტის ცნობით, პირველი გოლი არაბიძემ ჯარიმიდან, მეორე კი ულამაზესი დარტყმით გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბაჩო გ უფალმა გისმინოს ეს ხომ ყველა ნამდვილი ქართველი გუშემატკივრისთვის ძალიან სასიხარულო და რაც მთავარია საამაყო იქნება.
gizog
18:21 27-11-2016
0
მალე პირველ გუნდში ითამაშEბს სისტემატიურად და მხითარიანს გადაასწრებს კარიერითაც და შEდეგითაც.მთავარია მხითარიანის საქმისადმი მიდგომას გაითვალისწინებს.წარმატებები გიოს
ბაჩო გ
23:22 26-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული