თორნიკე ოქრიაშვილმა "ზენიტს" ულამაზესი მაკრატელა გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში ულამაზესი გოლი გაიტანა თორნიკე ოქრიაშვილმა.

27 ნოემბერს, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გუნდმა "კრასნოდარმა" სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ 90-ე წუთისთვის 0:1 მარცხდებოდა, საბოლოოდ 2:1 მოიგო.

ოქრიაშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა, გამარჯვების გოლი კი 94-ე წუთზე გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"კრასნოდარს" ამ გამარჯვებით 27 ქულა დაუგროვდა, სატურნირო ცხრილში მესამეა და მეორეადგილოსან "ზენიტთან" სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
რეალურ ისტორია-ს ეს იყო კარიერის მხოლოდ ერთ-ერთი გოლი, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ თოკო კიდევ მრავალს გაიტანს მის კარიერაში ასეთ გოლებს, უფრო მაღალ დონის ლიგაში, აგრეთვე მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზეც საქართველოს სახელით. გაიხარე თოკო.
gizog
28 ნოემბერი 2016 10:39
0
ოქრი გაიხარე. ფეხბურთს ძალიან ბევრი ფეხბურთელი თამაშობს, მაგრამ გულშემატკივარს ფეხბურთი უყვარს შენნაირი ფეხბურთელების თამაშის გამო, რომლებიც ცოტანი ხართ. ღმერთმა გაგაძლიეროს და ბევრი, უამრავი ასეთი ეფექტური, ლამაზი და საჭირო გოლი გაგეტანოს შენს კარიერაში როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო მატჩებში.
gizog
28 ნოემბერი 2016 10:03
0
წარმატებები ოქრი!!!
გიორგი
28 ნოემბერი 2016 09:58
0
არა ობიექტური ხარ, აქაც მაგარი გოლები აქვს გატანილი, განსაკუთრებით ბელორუსისთვის, ეს ბიჭი ბოლომდის იხარჯება; არ უნდა გაეშვათ ცხადაძე!!!
zestafonis
28 ნოემბერი 2016 09:53
0
დიდებულია!
soxumeli
28 ნოემბერი 2016 02:39
0
A LA იბრა!
bavaria
28 ნოემბერი 2016 00:32
0
განსაკუთრებით მიხარია, რომ მირჩა ლუჩესკუს გაწვრთნილ გუნდს გაუტანა (გატანაცაა და გატანაც ))). მიუხედავად იმისა რომ ლუჩესკუ კარგი მწვრთნელია, ოქრის არ მისცა შანსი შახტარში. ჰოდა ..... მაკრატელი )))
Goleta888
28 ნოემბერი 2016 00:17
0
zestafoni- ს ოქრიზე არავის აქ სათქმელი არაფერი ის ნაკრების ლიდერია
man city
27 ნოემბერი 2016 23:47
0
ეს გოლი მართლა შედევრი იყო მაგრამ... აქ რომ ჩამოდიან მერე ყველა კვდება.
zestafoni
27 ნოემბერი 2016 23:13
0
ვუყურე თამაშს ხალკი სჰოკში იყო რამხელა ემოცია ტრიალებდე ვერ ახწერ ზეიმი იყო ბოლო წუთები.სასიამოვნო იყო მწვთნელი კომენტარი ოქრის გოლზე,დახლოებითასე თქვა რომ ქართველია და ქართველები ტეკნიკურები არიან ის ვარჯისებზეც იტანს ასე.წარმატებები ოქრის ისე გამიხარდა ვყვიროდი.მალე ის ხალხის რჩეული გახდება
lasha
27 ნოემბერი 2016 22:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული