თორნიკე ოქრიაშვილმა "ზენიტს" ულამაზესი მაკრატელა გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში ულამაზესი გოლი გაიტანა თორნიკე ოქრიაშვილმა.

27 ნოემბერს, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გუნდმა "კრასნოდარმა" სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ 90-ე წუთისთვის 0:1 მარცხდებოდა, საბოლოოდ 2:1 მოიგო.

ოქრიაშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა, გამარჯვების გოლი კი 94-ე წუთზე გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"კრასნოდარს" ამ გამარჯვებით 27 ქულა დაუგროვდა, სატურნირო ცხრილში მესამეა და მეორეადგილოსან "ზენიტთან" სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
გული სიამაყით მევსება! ყოჩაღ ოქრი, ყოჩაღ ოქროს კაცო! ხშირად როცა ძირითადად გამუნათებდნენ გაქებდი, გადიდებდი, იმიტომ რომ შენ ხარ ფეხბურთელი ანუ თამაშობ ბეხბურთს, ქართულ ფეხბურთს! მადლობა, დიდი მადლობა! ვინც შემთხვევითობაზე საუბრობთ გაიხსენეთ ოქრის გატანილი გოლები, ყველა ერთი მეორეზე საინტერესო და გადამწყვეტი! ულამაზესი იყო და არამც და არამც შემთხვევითი! ვინც ამას წერთ დამისახელეთ ერთი ვინმე ვინც იმ მომენტში, იმ მანძილიდან ასეთი დარტყმის შესრულებას შეეცდებოდა?! თანაც 94 წუთზე!!!ვერ დაასახელებთ! მაგარი იყო, მთელ რუსეთს შეუსრულა! დიდი ფეხბურთელი გვყავს, ლამაზად და შედეგიანად მობურთალი! ამ კაცს ქება და დაფასება უნდა! ასეთი ხასიათი აქვს, ყველა დადებითი სიტყვა და ქება მის ფანტაზიაში საქართველოს სასახელოდ გარდაისახება!
არჩილ ხოფერია
19:10 28-11-2016
0
აწი ამას რაღა დააბრუნებს დედამიწაზე
vova
14:07 28-11-2016
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული