U16. ნიკა ქუთათელაძემ პსჟ-ში პოკერი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 27 ნოემბერს, პსჟ-ს 16-წლამდელთა გუნდში პირველი პოკერი გაიფორმა ქართველმა ფორვარდმა ნიკა ქუთათელაძემ. პსჟ "სარსელესს" დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 7:1 გაანადგურა.

ქუთათელაძე გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო მოედანზე და 81 წუთი დაყო. 4 გატანილ გოლთან ერთად, 15 წლის ქართველმა 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ქუთათელაძე დასახელდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ ქუთათელაძე პსჟ-ში ამ წლის ზაფხულს გადაბარგდა. მის ანგარიშზე 7 ჩატარებულ შეხვედრაში უკვე 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

- მეცინებოდა... მაინც საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ-მეთქი! - პსჟ-ს ფორვარდის ამბავი
მკითხველის კომენტარები / 9 /
ბიჯოოო ვერ გავიგე,თუ 81 წუთზე შეცვალეს 82-ზე როგორ გაიტანა?კაცი მაი ყოფილა
mishiko Aktobe
02 დეკემბერი 2016 19:07
0
დაიწუნეს ახალგაზრდულსიი განაცხადში არ შეიკვანეს მერე გული აუცრუვდება და დაუწკებენ ხვეწნას
me
28 ნოემბერი 2016 13:34
0
პსჟ-ა თუ გაბონის ნაკრები?
თენგაბი
28 ნოემბერი 2016 11:29
0
გილოცავ ნიკა,მშვენიერი გოლები გაიტანე,მაგრამ ოთხი ნამეტანია ბიჭო,თითო თამაშში სამზე მეტი არ გაიტანო,იმ ბავშვებსაც ხომ ჰყავთ მშობლები,ცოდოები არიან.ახლა თუ სამი გოლის შემდეგ შემთხვევით მეოთხეც გაგეტანინება ხანდახან,არა უშავს,მოუბოდიშე,მაგრამ მაინც მოერიდე ხპლმე.
ეს ხუმრობით და ახლა სერიოზულად გეუბნები,ასე გააგრძელე შვილო შრომა არ დაიზარო და პსჟ ში უნიჭოს რომ არ აგიყვანდნენ,ცხადია,ასე რომ მიდი პოკერ პოკერებით.
სოსო
28 ნოემბერი 2016 11:19
0
ისე რამხელები არიან ეს ზანგები :D ნამდვილად 15 წლამდელთა გუნდია?
ნეიტრალი
28 ნოემბერი 2016 11:02
0
იმედი

17 წლამდელებში იყო გამოძახებული და დაიწუნეს, სხვები ჯობიანო :D :D :D

აი ის მწვრთნელი მანახა ნეტა ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო.

დაფრინავს ბავშვი
ნეიტრალი
28 ნოემბერი 2016 10:55
0
17 წლამდელთა ნაკრებში რატომ არ იძახებენ??? ან 19 წლამდელებში???? დაუძახონ და შეკრებებზე მაინც მოიწვიონ რომ ბავშვს გული არ აუცრუვდეს
იმედი
28 ნოემბერი 2016 08:35
0
ეს ბონი ტაილერის ჰიროუ ვინ დაადო ამ კლიპს. საღოლ.
bavaria
28 ნოემბერი 2016 00:55
0
საღოლ ბავშვი :):) მასე გააგრძელე
akaki burtchuladze
27 ნოემბერი 2016 23:51
0

სიახლეები პოპულარული