შოთა არველაძის ორი ვარიანტი: "ალკმაარი" და "კრასნოდარი"

AutoSharing Option
ებრაული მედიის ინფორმაციით, შოთა არველაძის მუშაობით თელ ავივის "მაკაბიში" უკმაყოფილონი არიან და შესაძლოა, მის ნაცვლად ოლეგ კონონოვი მიიყვანონ, რომელიც ბოლოს "კრასნოდარს" წვრთნიდა.

ებრაული მედია: "მაკაბიმ", შესაძლოა, შოთა არველაძე გაათავისუფლოს

სხვათა შორის, რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ არველაძეს სწორედ "კრასნოდარი" ეპატიჟება. თავად არველაძემ ამ ხმებს სპეკულაციები უწოდა.

voetbalzone.nl სულ სხვა ვერსიას გვთავაზობს - არველაძე შესაძლოა, "ალკმაარში" დაბრუნდეს, მას მერე, რაც იონ ვან დენ ბრომმა აზ-თან კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

ვან დენ ბრომს "ალკმაართან" ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება. შეგახსენებთ, რომ 2005-07 წლებში შოთა "ალკმაარში"
თამაშობდა, შემდეგ კი იქვე მწვრთნელის ასისტენტი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მორჩით ამ სისულელეებს!თუ ვინმე წასაყვანია სადმე როგორც მწვრთნელი ეს ცხადაძეა.
0
შევთანხმდეთ რომ დღეს საუკეთესო ქართველი მწვრთნელი არის კახაბერ ცხადაძე!!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული