სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ჭანტურიას მუხლის მყესები აქვს დაზიანებული და უახლოეს მომავალში ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. წინასწარი ინფორმაციით, გიორგის გამოჯანმრთელებას ექვს თვემდე პერიოდი დასჭირდება. ამის შესახებ "ურალის" პრესსამსახური იუწყება.
გიორგი ჭანტურიამ მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 12 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და შეასრულა ერთი საგოლე გადაცემა.