გურამ კაშია: ყველაფერი არც ასე ცუდადაა

AutoSharing Option
gelderlander.nl-მა არნემის "ვიტესის" კაპიტან გურამ კაშიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც კლუბში შექმნილ სიტუაციას აფასებს.

"ვიტესს" 6 მატჩია, არ მოუგია და 14 ტურის მერე 17 ქულით მე-8 ადგილზეა:

"რა უნდა ვთქვა, ფაქტია - შედეგები კარგი არ გვაქვს. საკუთარ თავებს გავურთულეთ ცხოვრება და ეს თითქმის ყოველ მატჩში მოხდა.

რა თქმა უნდა, ამის გამო ფეხბურთელებს უსიამოვნო შეგრძნება გვაქვს, მაგრამ ჩემი აზრით, კრიზისი მაინც გადამეტებული შეფასებაა "ვიტესის" დღევანდელი მდგომარეობისთვის.

კრიზისი შეეფერება გუნდს, რომელიც გად
არჩენისთვის იბრძვის, ჩვენ კი პლეი ოფში თამაში გვსურს და ამ მიზნისგან შორს არ ვართ, არც მძიმე კალენდარი გვაქვს წინ. ყველაფერი არც ასე ცუდადაა, როგორც ამბობენ.

"ექსელსიორთან" თამაშში ორი ქულა დავკარგეთ, მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს, რომ 0:2-ს ვაგებდით და ქულის გადარჩენა შევძელით, რაც არ იყო იოლი მისაღწევი", - განაცხადა ქართველმა მცველმა, რომელმაც 14-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა შეუცვლელად. უბრალოდ, კაპიტანს ამ სეზონში ჯერ გოლი არ გაუტანია ჩემპიონატში, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა. გასულ სეზონში კაშიამ 5 გოლი გაიტანა.

"ვიტესს" ევროპალიგის საგზურის პლეი ოფამდე ერთი ადგილი და ქულა აშორებს. 3 დეკემბერს გუნდი "ზვოლეს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაშია არის ნამდვილი პროფესიონალი და ერთერთი ყველაზე სტაბილური ქართველი ფეხბურთელი წარმატებები
კახა ქირია
15:43 30-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული