- ლეგიონის უქმეები: სუპერგოლი, რომელმაც მთელი რუსეთი აალაპარაკა [VIDEO]
- როგორ გადაეხვია აფხაზი ქართველს!.. სასიამოვნო კადრი, რომელიც არ უნდა გამოგვრჩეს [VIDEO]
ეს იყო ეპიზოდი, რომელმაც ერთხელაც გვიჩვენა, თუ რატომ არის ფეხბურთი მსოფლიოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა.
მთელი
ალბათ, არ დარჩა საქართველოში გულშემატკივარი, ვისაც ეს გოლი არ უნახავს. საბედნიეროდ, ქომაგს შემთხვევითისა და კანონზომიერის გარჩევა არ ეშლება. პირდაპირ უნდა დავწერო - ეს იყო გამიზნული დარტყმა და ოქრიაშვილმა ზუსტად იცოდა, რას და როგორ აკეთებდა.
რუსმა ჟურნალისტმა შენიშნა კიდეც, ასეთ გოლს რომ გაიტან, უთუოდ კოსმიურ ძალებთან უნდა გქონდეს კავშირიო. მართებული შენიშვნაა - ზუსტად ისეთი გოლი-შედევრი იყო, ზემოთ "ღმერთის კარნახს" რომ დავუკავშირეთ. გავრისკავ და დავწერ: ის იყო ისეთი გოლი, რომელიც შეიძლება გაიტანოს განსაკუთრებულმა ფეხბურთელმა - მოწოდებით ვარსკვლავმა.
კარგა ხანია, სანაკრებო ასპარეზზე ჩვენ ნამდვილი ვარსკვლავის ძიებაში ვართ და, მგონი, ნატვრისთვალისა არ იყოს, ასეთი ვარსკვლავი, როგორც იქნა, ვიპოვეთ. ოქრიაშვილი უკვე დიდი ხანია, ბურთს დასდევს, თუმცა ახლაღა შედის საფეხბურთო სიმწიფის ასაკში.
ერთიც: როცა ოქრიაშვილის მიერ გატანილ გოლს ბევრჯერ ვნახავთ ან გონებაში დავატრიალებთ, ისიც გავიხსენოთ, რა დროს გავიდა ეს გოლი. განა, ბევრია დღეს მსოფლიოში ისეთი ფეხბურთელი, ვინც პრინციპული მატჩის უკანასკნელ წუთზე გაბედავს და ასეთ დარტყმას შეასრულებს?
არა, ბატონებო, ბევრი არ არის და ეს კიდევ უფრო ზრდის ოქრიაშვილი-ფეხბურთელის ღირებულებას. მისთვის უცხოა ჩარჩოები, მისთვის უცხოა შიში და მოკრძალება. მისთვის ძალიან ხშირად უცხოა წესრიგიც, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა და ჩვენს წერილშივე აუცილებლად მივუბრუნდებით.
რას ვისურვებდით ოქრიაშვილისთვის სანაკრებო თუ საკლუბო კარიერაში? ერთადერთი - მეტ სტაბილურობას. ასეთ შემთხვევაში ოქრიაშვილი აღარ დარჩება ლოკალურ, მხოლოდ ქართული რეალობის ვარსკვლავად.
ოქრიაშვილი არის ძალიან ნიჭიერი და, თითქოს, ღმერთისგანაა, რომ ყველა ასეთს განსაკუთრებულად რთული ხასიათი დაჰყვება ხოლმე. მერე და, ვინ თქვა, რომ ფეხბურთი მხოლოდ მარტივი ხასიათის ბიჭების თამაშია?
ბევრ ვარსკვლავს ჰქონია და აქვს რთული ხასიათი, მაგრამ ისინი ახერხებენ ჩარჩოებში ყოფნას და ეს აუცილებლად უნდა შეძლოს ოქრიაშვილმაც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბევრი სანაკრებო მატჩის წინ თუ მის შემდეგ თორნიკეს ქცევა მედიისა თუ გულშემატკივრის განხილვის საგანი არ უნდა იყოს.
დღეს ოქრიაშვილის გოლს ბევრი ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ გატანილს ადარებს და ეს დიდი პატივია. შორიდან ასე ჩანს: ზლატანი ფეხბურთელებში ერთ-ერთი რთული კაცია - რთული და საკუთარი თავის უზომოდ მოყვარული. და ზლატანმა ბოლომდე წარმოაჩინა საკუთარი თავი. ის ბოლომდე დაიხარჯა ყველა კლუბში, სადაც თამაშობდა, წლების განმავლობაში ლამის მარტომ ულიდერა შვედეთს და ეროვნული გუნდიდან ვალმოხდილი წავიდა.
ბევრი არაერთგვაროვანი საქციელისა თუ გამონათქვამის მიუხედავად, იბრა ჩემთვის ნამდვილი პროფესიონალია.
ჩვენც არ ვართ ფრთიანი ანგელოზები და ამას არც ოქრიაშვილისგან ვითხოვთ. უბრალოდ, თორნიკემ უნდა შეძლოს და ბოლომდე გახდეს ფეხბურთის კუთვნილება. დღეს ქართულ ფეხბურთს ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ოქრიაშვილი საშუალო ფეხბურთელის დონეზე გაიყინოს.
თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც ვისურვეთ, წერილის დასაწყისში დასმულ კითხვას ერთადერთი პასუხი ექნება - ჩვენ ნამდვილი ვარსკვლავი გვყავს!
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"