ლეგიონის უქმეები: სუპერგოლი, რომელმაც მთელი რუსეთი აალაპარაკა [VIDEO]

AutoSharing Option
ქართულმა ლეგიონმა ამ უქმეებზე 6 გოლი გაიტანა, მაგრამ ერთი გამორჩეული იყო სილამაზითა და მნიშვნელობით: თორნიკე ოქრიაშვილმა მსაჯის მიერ დამატებულ დროში მოაგებინა "კრასნოდარს" "ზენიტთან" მშვენიერი "მაკრატელა" დარტყმით...

ესპანეთი. ლა ლიგა 1|2|3.
ოთარ კაკაბაძე "ხიმნასტიკის" განაცხადში ვერ მოხვდა, მისმა გუნდმა კი უჩეს გოლით "კადისი" 1:0 დაამარცხა. გიორგი აბურჯანია დებიუტთან ახლოსაა - ის უკვე მატჩის განაცხადში იყო, ხოლო მისმა "სევილია ატლეტიკომ" 1:0 მოუგო "მირანდესს".

იტალია. სერია A.
რომან ჭანტურია და ლევან მჭედლიძე ტრავმირებულები არიან, მათმა "ემპოლიმ" კი შინ 1:4 დათმო "მილანთან".

იტალია. ლეგა
პრო.
ირაკლი შეყილაძემ ტრავმის გამო მე-15 წუთზე დატოვა "ტუტოკუოიოსა" და "კომოს" მატჩი - 1:1.

გერმანია. ბუნდესლიგა.
ლუკას ჰუფნაგელი ტრავმირებულია, მისმა "ფრაიბურგმა" კი შინ 1:4 წააგო ბუნდესლიგის მოულოდნელ ლიდერ "ლაიპციგთან".

გერმანია. II ბუნდესლიგა.
აკაკი გოგიას (90 წთ) "დინამო" შინ "ბოხუმს" დაუზავდა - 2:2. დრეზდენელთა პირველი გოლი ქართველი ნახევარმცველის გარღვევას მოჰყვა. ამჯერად, "შპორტალმა" გოგიას 3,5 შეფასება აკმარა.

საფრანგეთი. ლიგა 2.
ჯაბა კანკავას "რეიმსი" სულ ახლახან ჩემპიონატის ლიდერი იყო, მაგრამ გუნდმა ზედიზედ მეორედ წააგო. ამჯერად, დერ ზაქარიანის გუნდი "ნიმთან" სტუმრად განადგურდა. ჯაბა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს.

ჰოლანდია. ერედივიზიე.
კაპიტან გურამ კაშიას "ვიტესმა" შინ ვერ მოუგო (2:2) "ექსელსიორს". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

პორტუგალია. პრიმეირა ლიგა.
"მორეირენშეს" მეკარე გიორგი მაკარიძემ 3 გოლი გაუშვა ლიდერ "ბენფიკასგან" ლისაბონში - 0:3.

პორტუგალია. სეგუნდა ლიგა.
ავთო ებრალიძემ "ჟილ ვისენტეს" "პორტუს" დუბლებზე გაამარჯვებინა - 1:0. ეს 25 წლის ქართველი ნახევარმცველის პირველი გოლი იყო ამ სეზონში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რუსეთი. პრემიერლიგა.
საბა კვირკველიას "რუბინმა" სტუმრად 0:0 ითამაშა მოსკოვის ცსკა-სთან. ჩვენებური სათადარიგო იყო.

მოსკოვში "ლოკომოტივს" დაუზავდა გიორგი ჭანტურიას "ურალი" - 2:2. ქართველი 58-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. "ჩემპიონატმა" მისი გარჯა 6,5 ბალით შეაფასა.

ტრავმირებული ჯანო ანანიძის გარეშე მოახერხა "სპარტაკმა" გროზნოში "ტერეკის" დამარცხება - 1:0.

გიორგი ლორიას გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება მოუგო (3:0) "ტომს" და ბოლო ადგილს თავი დააღწია. ჩვენებურს სულ ორი დარტყმის მოგერიება მოუწია. მან "ჩემპიონატისგან" 7 ბალი დაიმსახურა.

თორნიკე ოქრიაშვილი მატჩის და ტურის გმირი გახდა - მან "ზენიტის" კარში მე-4 დამატებულ წუთზე გაიტანა სუპერგოლი და "კრასნოდარს" 2:1 მოაგებინა. ჩვენებური 63-ე წუთზე გამოჩნდა, 85-ე წუთზე ძიუბამ "ზენიტი" დააწინაურა, მაგრამ 93-ე წუთზე იზმაილოვმა გაათანაბრა, მერე კი თორნიკეს ჯერი დადგა. ამ მოგებით "კრასნოდარი" მესამე ადგილზე გადავიდა. "ჩემპიონატმა" ჩვენებურს 8 ბალი დაუწერა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რუსეთი. I დივიზიონი.
მამუკა კობახიძის (არ უთამაშია) "ნეფტეხიმიკი" სტუმრად 1:2 დამარცხდა "სიბირთან". "ნეფტეხიმიკი" 16 ქულით ბოლო ადგილზეა.

უკრაინა. პრემიერლიგა.
დავით ხოჭოლავას არ უთამაშია, მისმა "ჩერნომორეცმა" კი 2:1 მოუგო "ზირკას".

სანდრო კობახიძის "ვორსკლამ" სტუმრად აჯობა "სტალს". ჩვენებური 67-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე კი გააფრთხილეს.

ჯაბა ლიპარტია "ზორიას" სასტარტოში იყო და 62-ე წუთზე სათადარიგოთა შორის გადავიდა. მისმა გუნდმა "ოლექსანდრიას" სტუმრად ქულები გაუყო - 2:2.

უკრაინა. დუბლები.
"შახტარმა" სტუმრად 4:1 დაამარცხა "დნიპრო". გიორგი არაბიძემ დუბლი შეასრულა. მან 50-ე და 55-ე წუთებზე გაიტანა, მე-80 წუთზე კი შეცვალეს. ჩვენებური მატჩში საუკეთესო იყო - ორი გოლის გარდა, მის ანგარიშზე საგოლე პასია, ერთხელაც "მაკრატელა" დარტყმით დაემუქრა მეტოქის კარს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საბერძნეთი. სუპერლიგა.
გიორგი ნავალოვსკი სათადარიგო იყო, მისი "ვერია" კი სტუმრად "იანინასთან" 0:2 დამარცხდა.

ბელგია. პროქსიმუს ლიგა.
ლევან შენგელიას "ტუბიცემ" სტუმრად 2:1 მოუგო "ლომელს". ჩვენებური მოედანზე 88-ე წუთზე გამოჩნდა.

პოლონეთი. ექსტრაკლასა.
გიორგი მერებაშვილს არ უთამაშია "პლოცკისა" და "პიასტის" შეხვედრაში - 0:0.

ქართული დუელი ვიხილეთ "შლიონსკისა" და "ლეგიას" მატჩში, თუმცა ამ შეხვედრაში დიდი ბრძოლა ვერ შედგა - სილეზიელები შინ 0:4 დამარცხდნენ. ლაშა დვალმა "შლიონსკის" რიგებში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო "ლეგიას" შემადგენლობაში ვაკო ყაზაიშვილი 58-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში უკვე 4:0 იყო.

ავსტრია. ბუნდესლიგა.
გიორგი ქვილითაიამ ავსტრიულ ბუნდესლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. ეს "შტურმთან" მატჩში მოხდა, რომელიც "რაპიდმა" შინ 1:2 დათმო. ქართველმა გოლი მე-13 წუთზე გაიტანა, როცა კუთხურიდან მოწოდებულს თავური შეაშველა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ აქამდე მას ავსტრიული გუნდის მაისურით ქვეყნის თასზე და ევროპალიგაზე ჰქონდა გატანილი.

დანია. სასლიგა.
დავით სხირტლაძის (84-ე წუთზე შეცვალეს) "სილკებორგი" სტუმრად "ბრონდბიუსთან" დამარცხდა - 1:3.

ჩეხეთი. სინოტლიგა.
ტრავმირებული ლევან ყენიას გარეშე "სლავიამ" 2:1 მოუგო "მლადა ბოლესლავს".

ზურაბ ცისკარიძის "ტეპლიცემ" 1:0 სძლია "იაბლონეცს". ჩვენებურს არ უთამაშია.

უნგრეთი. OTP ბანკ ლიგა.
ბუბა დაუშვილის "დიოშდიორმა" 2:0 მოუგო "პაკშს". ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.

ბელრუსი. ვისშაია ლიგა.
ვაკო გვილიას ბატე-მ ბოლო ტურში 5:0 გაანადგურა "გოროდეა", 70 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს 11 ქულით გაუსწრო. გვილია 58-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. ვაკომ სეზონი 8 გოლით დაასრულა (4 "მინსკის" მაისურით, 4 - ბატე-სი).

ისრაელი. ლიგათ ჰა'ალი.
შოთა არველაძის "მაკაბი" სტუმრად 0:1 დამარცხდა ბოლოსწინა ადგილზე მყოფ "იეჰუდასთან". თავად შოთას გუნდი კი მეორე ადგილზეა და ლიდერ "ბეერ შევას" 8 ქულით ჩამორჩება.

კვიპროსი. I დივიზიონი.
"ერმისი" სტუმრად აეკ-თან 0:1 დამარცხდა. ირაკლი მაისურაძეს ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. ის ამჯერადაც სათადარიგო იყო.

ქართველთა "ახნასმა" კი სტუმრად "ნეა სალამინასთან" 0:1 წააგო. გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ილურიძე ნიკა კაჭარავას ნაცვლად 65-ე წუთზე შევიდა სათამაშოდ, რუსეთის მოქალაქე ნიკა ყიფიანი კი მე-80 წუთზე შეცვალეს.

მოლდოვა. დივიზია ნაციონალა.
ირაკლი ჩომახაშვილის (90 წთ) "უნგენი" შინ 0:3 დამარცხდა "ზარიასთან".

აზერბაიჯანი. პრემიერლიგა.
ჩემპიონატის აუტსაიდერი აზალ-ი შინ "სუმგაითს" დაუზავდა - 1:1. 38-ე წუთზე ანგარიში ნუგზარ კვირტიამ გახსნა და შეუცვლელადაც ითამაშა. მასპინძელთა კიდევ ერთი ქართველი დავით ჯანელიძე მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე შეცვალეს, მანამდე კი გააფრთხილეს. კვირტიამ სეზონში მეორე გოლი გაიტანა.

სომხეთი. პრემიერლიგა.
ქართული დუელი შედგა სომხეთში, სადაც გოგიტა გოგატიშვილის "განძასარი" შინ 1:2 დამარცხდა ირაკლი კვეკვესკირის "ალაშკერტთან". ორივე ჩვენებური სასტარტოში იყო.

უზბეკეთი. თასი.
კახა მახარაძის "ლოკომოტივი" ფინალში გავიდა. მისმა გუნდმა "ბუნიოდკორს" მეორე მატჩიც 1:0 მოუგო თემურ კაპაძის გოლით და ახლა ფინალში "ნასაფს" შეხვდება.

დღეს
ზაურ სვანაძის "ინტერი" აზერბაიჯანის ჩემპიონატში"ზირას" სტუმრობს. პოლონეთში ნიკა ძალამიძის "ლენჩნა" გასვლაზე "ლეხიას" ეთამაშება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოქრიაშვილი შენ გაიხარე, აი მაკრატელა, რა გოლია!!!!
0
როდის აპიერებენ რომან ჭანტურია და ლევან მჭედლიძე ფეხბურთის თამაშს.
დემე
13:11 28-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული