მართალია, ნიკა ქუთათელაძე პარიზული გუნდის ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, მაგრამ ქართველი ფორვარდი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა და დარჩენილი 45 წუთი თავის გამოსაჩენად ეყო. ქუთათელაძემ გოლი გაიტანა, ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და პენალტი გამოიმუშავა.
15 წლის ფორვარდისთვის ეს პსჟ-ში უკვე მე-8 გოლი იყო, საგოლე გადაცემები კი ნიკას 6 დაუგროვდა.