ყველაზე აქტიური ფეხბურთელი - სანდრო კობახიძე ორმა საიტმა ტურის სიმბოლურში შეიყვანა

AutoSharing Option
სანდრო კობახიძის "ვორსკლა" კიევის "დინამოს" 2:2 დაუზავდა. ქართველს ამ შეხვედრაში კარგი თამაში დაუფასდა და ერთდროულად ორი ვერსიით მოხვდა უკრაინის პრემიერლიგის მე-17 ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

football.ua შემდეგს წერს: "ვორსკლას" გამოცდილი და სწრაფი ნახევარმცველი მუდამ ამწვავებდა თამაშს, მიუხედავად იმისა, რომ საშინელი მოედანი იყო.

სანდრო რეიდებს აწყობდა, როგორც ფლანგებზე, ისე ცენტრში, რომლებიც მწვავე პასებით სრულდებოდა. ამ საღამოს კობახიძეს ყველაფერი გამოსდიოდა, მას უბრალოდ ვერ ეწეოდნენ და ვერც ბურთს ართმევდნენ".

ua-football.com: "უკრაინის ჩემპიონის კარში გოლის გატანა მან ვერ შეძლო, ერთხელ გოლი მინიმალური ოფსაიდისთვის გაუუქმეს, მაგრამ
მან დატოვა ტურში ყველაზე აქტიური ფეხბურთელის შთაბეჭდილება. ერთი გოლიც მის აქტიურობას მოჰყვა".

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
Mikvirs sandros nakrebshi skams rato axexineben. Ar miwyinot magram daushvilis magivrad shemqmneli fexburtelia sajiro
ლევან
07:55 06-12-2016
0
სანდრო ვაისმა მაშინ ათამაშა ძირითადში როცა ტრამვა ახალი მორჩენილი ჰქონდა და პრაქტიკა არ აკლდა, ახლა როცა პრაქტიკა აქვს არ ათამაშებს საკვირველია ეს გადაწყვეტილება პირდაპირ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვეხვეწებით ჩვენ ნაკრებში ითამაშეო და აგერ ასეთ კაცს ვერ ვიყენებთ ნაკრეისთვის.
kika
09:04 06-12-2016
0

სიახლეები პოპულარული