გიორგი ლორია: ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს კინოთეატრში ვიყავი

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურის დასრულების შემდეგ "კრილია სოვეტოვის" მეკარე გიორგი ლორიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ლორიას "კრილია სოვეტოვი" მორიგ ტურში "კრასნოდარს" ესტუმრა და ქულა მოიპოვა - 1:1.

- "სპარტაკის" განადგურებამ დადებითად იმოქმედა დღევანდელ მატჩზე?
- ვფიქრობ, კი. იმ გამარჯვებამ გუნდს მეტი თავდაჯერებულობა შემატა.

- შეგიძლია ერთმანეთს "კრასნოდარი" და "სპარტაკი" შეადარო?
- ორივე ტოპ-დონის გუნდია.

- ასეთ სტადიონზე თამაში ხშირად არ გიწევს...
- ვიტყოდი, რომ ეს ძალიან კარგი სტადიონია. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს კინოთეატრში ვიყავი.

ასეთ სტადიონებზე ხშირად იმიტომ ვერ ვთამაშობ, რომ ჩვენი
საკუთარი სტადიონი არაა ამ დონის. "კრასნოდარის" სტადიონზე თამაში დიდი სიამოვნებაა.

- შვებულებისას რას აპირებ?
- სახლში გავემგზავრები, ოჯახთან ვიქნები.

- "კრილია სოვეტოვი" სეზონის პირველ ნახევარს ოპტიმალურ ფორმაში მყოფი ასრულებს?
- არა. ვფიქრობ, მეტი შეგვიძლია. თამაშითაც ჩანს, რომ მოვუმატეთ.

ისე, მეკარეთა მწვრთნელი მიდის ახლა გუნდიდან და მას ცალკე მსურს მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის. ის მაღალი დონის მწვრთნელია და რომ მოვუმატე, მისი დამსახურებაა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
Martali xar
Beso
17:00 06-12-2016
0
მთავარი ასაღები სადა იყო მოლდავეთტან იქ უნდა აეღო
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული