ჩვენ ვრცელი მასალიდან ვაკო გვილიას მეტ-ნაკლებად საინტერესო შეხედულებები ამოვარჩიეთ.
ფეხბურთზე
- ფეხბურთის სიყვარული მამისგან მაქვს. მას ფეხბურთელობა სურდა, მაგრამ პაპამ არ დართო ვარჯიშის ნება, რადგან სურდა, შვილი ექიმის პროფესიას დაუფლებოდა. მოგეხსენებათ, მაშინ სხვა დრო იყო... და ვინაიდან ფეხბურთელი ვერ გახდა, მამაჩემმა ოცნების ასრულება ჩემით მოინდომა. მან ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ფეხბურთელი ჩივაძესა და ყიფიანზე
- მაშინდელი მატჩების ჩანაწერები მრავლად მაქვს ნანახი. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ჩივაძე მუშაობდა და ხმები დადიოდა, რომ ჩემი მიწვევაც სურდა, მაგრამ იმხანად მე უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოვდიოდი. საბოლოოდ ის ნაკრები გია გეგუჩაძემ ჩაიბარა, მე კი უკრაინის ჩემპიონატიდან წამოვედი, დავიბრუნე საქართველოს მოქალაქეობა და რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი, ჩავიცვი საქართველოს ნაკრების ფორმა. ჩივაძესთან არ მიმუშავია და შეიძლება ითქვას, პირადად არ ვიცნობ, თუმცა ერთხელ მოლდოვასთან მატჩის (1:1) შემდეგ იყო შემოსული გასახდელში და გვითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და შედეგის გამო არ დავღონებულიყავით.ბავშვობაში აღფრთოვანებული ვიყავი დავით ყიფიანის თამაშით. ის ჩემი საყვარელი ფეხბურთელია. 1981 წელს თბილისის "დინამომ" ისტორია დაწერა, ასახელა საქართველო. ყიფიანი ლიდერი იყო, თამაშობდა სსრკ-ის ნაკრებში, მოიგო თასების მფლობელთა თასი... ის იყო ძალიან ჭკვიანი და ელეგანტური მოთამაშე, რომელიც ბრწყინვალედ ხედავდა მოედანს. მის პასს მეტოქის მთელი დაცვის მორღვევა შეეძლო. მისი თამაშის მანერიდან გარკვეული ელემენტების გადაღებას ვცდილობ.
გვყავდა სხვა დიდი ფეხბურთელებიც: ოთარ გაბელია, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, ალექსანდრე ჩივაძე... ის ვარსკლავური შემადგენლობა იყო. 6-7 კაცი სსრკ-ის ნაკრებში გამოდიოდა, კაპიტანი კი ჩივაძე იყო. ისტორიის განმავლობაში ორი ქართველი იყო სსრკ-ის ნაკრების კაპიტანი - ჩივაძე და მურთაზ ხურცილავა.
კალაძეზე, ქინქლაძესა და კანკავაზე
კალაძემ ადამიანებს ფეხბურთით გააცნო საქართველო. როდესაც პატარა ვიყავი და სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდი, მეკითხებოდნენ: "საიდან ხარ?" ვპასუხობდი: "საქართველოდან". და როდესაც ისინი გაკვირვებულები მიყურებდნენ და ვერ იხსენებდნენ ასეთ ქვეყანას, ვამატებდი ერთ სიტყვას: "კალაძე". და მაშინ უმალ ხვდებოდნენ, სადაურიც ვიყავი.კალაძე დამოუკიდებელი საქართველოს ნომერ პირველი ფეხბურთელია. მან ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მოიგო იტალიის ჩემპიონატი და თასი... მან ყველაფერს შრომით მიაღწია. მას ძალიან დიდ პატივს სცემენ.
ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი იყო გიორგი ქინქლაძე. დღეს ის ნამდვილად ითამაშებდა მესისა და რონალდოს დონეზე. ქინქლაძე აქამდე რჩება "მანჩესტერ სიტის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. უდიდესი ტალანტის მიუხედავად, სამწუხაროდ, მისი კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც მოელოდნენ.
კარგი თავდამსხმელი იყო გიორგი დემეტრაძე, რომელსაც კიევის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრებში უთამაშია. ის ეროვნული გუნდის ხუთ საუკეთესო ბომბარდირს შორისაა. სწრაფი და ტექნიკური იყო. ვიცი, რომ ის ციხეში იჯდა, თუმცა დეტალებში ჩახედული არ ვარ და გამიჭირდება ამაზე საუბარი.
დღეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ჯაბა კანკავას მივიჩნევ. ჯაბა ჩემი საყვარელი მოთამაშეა - დიდებული, მაგრამ ძალიან თავმდაბალი ადამიანი. ყველაფერს დიდი შრომით მიაღწია და შეიძლება ითქვას, რომ ოქროს ფეხბურთელია.
რუსთაველზე, დუმბაძესა და გომელაურზე
საქართველოში ბევრი კარგი ავტორია. შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" შეუდარებელია. მისი სახელობის გამზირი არამხოლოდ თბილისში, ხარკოვში, ტაშკენტსა და სხვა ქალაქებშიცაა. რუსთაველის მხოლოდ ეს ერთი პოემაა ცნობილი.ასევე ძალიან მომწონს გალაკტიონ ტაბიძის, ნიკო გომელაურის ლექსები. ისინი თავ-თავიანთი დროის გენიოსები იყვნენ. კიდევ მომწონს უდიდესი მწერალი ნოდარ დუმბაძე.
ზოგადად, ძალიან მიყვარს კითხვა. ვცდილობ, წიგნით განვვითარდე. ჩემი საყვარელი მწერალი კი ჯეკ ლონდონია, რჩეული ნაწარმოები კი "მარტინ იდენი". ეს საუკეთესია წიგნია, რომელიც ოდესმე წამიკითხავს. ვფიქრობ, ის ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს.
კიკაბიძეზე, დანელიასა და "ჯარისკაცის მამაზე"
- მიყვარს ქართული კინო. განსაკუთრებით, ძველი ფილმები მომწონს - მხიარული და აზრიანია. აი, თუნდაც "მიმინო" - ვინ არ იცის ის? კიკაბიძე და მკრტიჩიანი ერთად დიდებულად თამაშობენ. ეს ბრწყინვალე დუეტია მსახიობების, ალბათ, საუკეთესოც საბჭოთა კინოში. გიორგი დანელია გამოჩენილი რეჟისორი იყო. მის ბევრ ფილმში თამაშობს კიკაბიძე.ბევრი კარგი ქართული ფილმია. იგივე რეზო ჩხეიძის "ჯარისკაცის მამა", გადასარევი ფილმია, რომელიც ყველამ უნდა ნახოს.
და კიდევ, ყველას ვურჩევ ნახონ ყარამან მგელაძის "ფესვები". ძალიან კარგი ფილმია.
პოლიტიკასა და სტალინზე
- პოლიტიკით განსაკუთრებით არ ვინტერესდები. ვფიქრობ, პოლიტიკა იყო, არის და იქნება და მასში არის რაღაცები, რაში გარკვევაც გვერდიდან არცთუ იოლია. უბრალოდ მსურს, უდანაშაულო ადამიანები არ იღუპებოდნენ. სტალინი? მასზე შეხედულება რომ ჩამოგიყალიბდეს, ისტორიას უნდა ჩაუღრმავდე. ამას არც ერთი დღე ეყოფა და არც ერთი თვე, საკმაოდ შრომატევადი საქმეა. როდესაც არაფერი იცი და გაიძახი რაღაცას სტალინზე ან ვინმე სხვაზე...
მოგეხსენებათ, ყველა ადამიანს აქვს პლუსები და მინუსები. კაცი ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნება. უფალიც კი არ მოსწონს ყველას. ყველა სხვადასხვაგვარად ფიქრობს - ვიღაცისთვის სტალინი კარგია, ვიღაცისთვის ცუდი. ფაქტებით უნდა იხელმძღვანელო...
ფაქტია ის, რომ ჰიტლერს მიზნად სსრკ-ის მოსახლეობის 90 პროცენტის გაწყვეტა სურდა - ქართველებისაც, ბელორუსებისაც და სხვა ხალხებისაც. დარჩენილი 10 პროცენტს კი მონებად უპირებდა გადაქცევას. სტალინის მადლიერნი თუნდაც იმის გამო უნდა ვიყოთ, ასეთი რამ არ მოხდა. დღეს ალბათ არც ვიქნებოდით...
რაც შეეხება ქინქლაძეს, ყველამ ვიცით, იყო ნიჭიერი და ქონდა რამდენიმე გამონათება. ეს არის და ეს. იგი 1990-იანების ქართველ და "სიტი"-ს გულშემატკივრის მეტს არავის ახსოვს. რეალურად, მაღალ დონის ჩემპიონატში-ინგლიუსის პრემიერლიგაში სულ ერთი სეზონი გაატარა. მას რაც შეეძლო, ის შეძლო, არც მეტი, არც ნაკლები. რონალდუს და მესის დონეზე რომ მიხვიდე, უდიდესი ნიჭი, საქმის ერთგულება, პროფესიონალიზმი და თავდაუზოგავი შრომა უნდა შეგეძლოს. ქინქლაძეს ამაღგან მხოლოდ ნიჭი ქონდა. შესაბამისად, ვერც ვერაფერს მიაღწია.