შოთა არველაძე: მწვრთნელი მაქსიმუმს აკეთებს, მაგრამ მოედანზე ის არ გადის

AutoSharing Option
დღეს, ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში შოთა არველაძის "მაკაბი" ირლანდიურ "დანდალკს" მასპინძლობს. ებრაული მედიის ინფორმაციით, თუ "მაკაბი" პლეი ოფში ვერ გავა, "მაკაბი", დიდი ალბათობით, არველაძეს დაემშვიდობება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე შოთა არველაძემ შემდეგი თქვა:

"თავიდანვე ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლა იყო და ბოლო მატჩის წინაც რჩება. ჩვენი დიდი სურვილია, გავაგრძელოთ ბრძოლა ამ ტურნირზე.

"დანდალკი" ძალიან მომწონს, მისი შესრულებით ბევრი მატჩი ვნახე. მართალია, შესაძლოა, "ალკმაარმა" თავისი მატჩი მოიგოს და ბრძოლას აზრი დაეკარგოს, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობთ, მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვახდენთ კონცენტრაციას.

კარგ შედეგს უნდა
მივაღწიოთ. არა მგონია, რომ ღია თამაში გამოვიდეს, "დანდალკი" თავის სტილს არ უღალატებს. ამ ეტაპზე კარგად ვერ ვთამაშობთ და "დანდალკის" დამარცხების შემთხვევაში და პლეი ოფში გასვლით, შესაძლოა, ყველაფერი გამოსწორდეს.

რაღაც ვერ არის წესრიგში ჩვენს თამაშში, მაგრამ კონკრეტულად ერთ მიზეზს ვერ მოვიყვან. გუნდს ბოლო 5 წელია, ასეთი ცუდი პერიოდი არ ჰქონია.

მწვრთნელი ყველაფერს აკეთებს, რაც მას შეუძლია, მაგრამ მოედანზე ფეხბურთელები გადიან და არა ის. მაგრამ ჩვენ ვიპოვით ყველაფრის გამოსწორების გზებს, მე ამის იმედი მაქვს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული