შესაძლოა, ლევან მჭედლიძემ ამ ზამთარს "ემპოლი" დატოვოს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ, შესაძლოა, ზამთარში "ემპოლი" დატოვოს. ეს ინფორმაცია რამდენიმე სანდო წყაროსთან გადავამოწმეთ და ყველამ დაგვიდასტურა, რომ ტრანსფერის ალბათობა მართლაც არსებობს.

ამ დროისთვის, მჭედლიძეს სისტემატური სათამაშო პრაქტიკა არ აქვს "ემპოლიში", განსხვავებით გუშინდელისგან, როცა "ბოლონიასთან" 90 წუთი დაჰყო მოედანზე. პლუს ამას, მას ხშირად აწუხებს ტრავმებიც...

ჩვენი ინფორმაციით, თუ მჭედლიძე "ემპოლიში" არ დარჩება, რამდენიმე საინტერესო ვარიანტის განხილვა მოუწევს. მისი გადაბირებით იტალიური და გერმანული კლუბები არიან დაინტერესებულნი. არის რუსეთში გადასვლის შანსიც.

ბოლო დღეების განმავლობაში სისტემატურად ვცდილობდით მასთან დაკავშირებას,
თუმცა - უშედეგოდ. იმედია, მისი კარიერა იმ გზით წავა, როგორსაც თავად და ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები ისურვებდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ქართველების უბედურება ის არის, რომ გუნდს ვერ ირჩევენ სათავისოს, არ შეიძლება ემპოლიში ითამაშო ამდენი ხანი და ვერ მიხვდე რომ არაფერი გამოდის. ამდენი ტრავმებიც უთამაშებლობის ბრალია, წადი ლევან წადი მაგ გუნდიდან სანამ დროა, მონახე ისეთი გუნდი სადაც გექნება სათამაშო დრო
kuba
09:35 13-12-2016
0
მეორედ გეუბნებით:ნუ წერთ "ქალურ" კომენტარებს, საიდან ეს ბოღმა? არც მე მახსოვს, ამ ბიჭს თავი დაეზოგოს ნაკრებში.
კახელი პაპა
01:32 13-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული