შოთა არველაძე: ჩემპიონობისთვის ისევ ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
შოთა არველაძის "მაკაბიმ" სტუმრად ჰაიფას "ჰაპოელი" 4:2 დაამარცხა და 24 ქულით მეორე ადგილზე დამკვიდრდა.

ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა არველაძის გუნდისთვის, რადგან "მაკაბიმ" ბოლო 6 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო და თან, ხუთში გოლის გატანა ვერ შეძლო. მატჩის შემდეგ ოპტიმისტურ ხასიათზე იყო თავად არველაძე:

"პირველი ტაიმის შემდეგ იმის ნახვა მსურდა მოედანზე, რაზეც ამდენ ხანს ვმუშაობდით. მოედანზე კი სულ სხვა რამეს ვუყურებდი, რამაც, რა თქმა უნდა, გამანაწყენა. თუმცა გამარჯვება მოვიპოვეთ და კმაყოფილი ვარ.

რაც შეეხება სეზონს, ჩვენ არ ვნებდებით - ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია
ჩემპიონობისთვის ბრძოლა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა".

"მაკაბი" დაწინაურებულ "ბეერ შევას" 7 ქულით ჩამორჩება და ლიდერი ამაღამ თამაშობს. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ხშირად საუბრობდნენ არველაძის გადაყენების შესახებ, მაგრამ უკანასკნელი ორი გამარჯვების შემდეგ ეს ხმები შეწყდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მიდი შოთი ჩესმარიტმა გულშემატს ეჩვიც არ ეპარება სენს პროფესიონალიზმსი და იცის ვინ ხართ ძმები და როგორ გიყვართ თქვენი საქმე.ცარმატებები სამივეს
dato
02:29 13-12-2016
0
თქვენ ჯგუფიდანაც გადიოდით...
999l
10:43 13-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული