წილისყრის შემდეგ წერს Voetbal International: "ლეგიამ", რომელიც საშინლად თამაშობდა ჯგუფური ეტაპის დასაწყისში, მოულოდნელად, მესამე ადგილი დაიკავა, მას მერე, რაც "სპორტინგი" დაამარცხა და ახლა "აიაქსს" შეხვდება.
"აიაქსის" თავკაცი "ლეგიას" ერთ-ერთ ფეხბურთელს ძალიან ახლოს იცნობს - ვაკო ყაზაიშვილს, ქართველი "ვიტესში" მისი თავკაცობით თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაც იყო. ამ სეზონში კი ვაკო, მოულოდნელად, "ლეგიაში" გადავიდა იჯარით. ის ჯერ ნაკლებს თამაშობს გუნდში, თუმცა ქართველი "ლეგიას" საიდუმლო იარაღია".
შეგახსენებთ, რომ ვაკო
"ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება ვაკო ყაზაიშვილთან კვლავ შეხვედრა. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია", - განაცხადა წილისყრის შედეგების კომენტირებისას "აიაქსის" თავკაცმა პეტერ ბოშმა.