ლეგიონის უქმეები: მჭედლიძის დუბლი იტალიაში, ვაკოს პასი პოლონეთში [VIDEO]

AutoSharing Option
ამ უქმეების მთავარი გმირი ლევან მჭედლიძეა, რომელმაც წელიწადნახევრიანი პაუზის მერე გაიტანა იტალიის ჩემპიონატში, თანაც, ერთბაშად ორი გოლი. ასევე აღვნიშნავთ ვაკო ყაზაიშვილის საგოლე პასს პოლონეთში...

იტალია. სერია A.
ლევან მჭედლიძემ კვლავ სასტარტოში ითამაშა. ის 82-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე კი მან "კალიარის" კარში ორი გოლი გაიტანა: ჯერ მე-8 წუთზე გაიტანა, შემდეგ კი - 72-ეზე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სერია A-ში მჭედლიძემ 2015 წლის მაისში გაიტანა და მაშინაც დუბლით გამოიჩინა თავი "ინტერის" კარში. "პიანეტა ემპოლიმ" მჭედლიძეს მატჩის საუკეთესო შეფასება - 8 ბალი დაუწერა.

"მატჩი ძალიან
მნიშვნელოვანი იყო როგორც გუნდისთვის, ასევე ჩემთვის. იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხანი გავიდა, რაც ბოლოს გავიტანე. მაგრამ უფრო ჩვენმა სამმა ქულამ გამახარა. ახლა კი უკვე ბერგამოში ვიზიტზე უნდა ვიფიქროთ", - განაცხადა მატჩის გმირმა.

სხვათა შორის, პირველი გოლის გატანის შემდეგ ლევანმა თანაგუნდელებთან მიირბინა და მათთან და ფანებთან ერთად "სელფი" გადაიღო.

იტალია. ლეგა პრო.
ირაკლი შეყილაძის "ტუტოკუოიო" "რენატესთან" 0:1 მარცხის მერე გასავარდნ ზონაში ჩავიდა. ქართველი ფორვარდი 74-ე წუთზე შეცვალეს.

გერმანია. ბუნდესლიგა.
"ფრაიბურგის" ნახევარმცველ ლუკას ჰუფნაგელის დებიუტი ბუნდესლიგაში კვლავ არ შედგა - "ფრაიბურგი" სტუმრად "შალკეს" დაუზავდა - 1:1.

გერმანია. II ბუნდესლიგა.
აკაკი გოგიას "დინამომ" სტუმრად 2:1 დაამარცხა "არმინია". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო. "შპორტალმა" გოგიას გარჯა 3,5 ბალით შეაფასა.

ესპანეთი. ლა ლიგა 1|2|3.
ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკი" თითქმის უიმედო აუტსაიდერია, მისმა გუნდმა კატალონიური დერბი დათმო "ჟირონასთან" 2:4. ჩვენებური სათადარიგო იყო.

გიორგი აბურჯანიამ ("სევილია B") 74-ე წუთიდან ითამაშა "კადისთან" წაგებულ (1:4) მატჩში.

პორტუგალია. პრიმეირა ლიგა.
გიორგი მაკარიძის "მორეირენშე" ერთ-ერთი აუტსაიდერი და გავარდნის კანდიდატია. ქართველმა მეკარემ თავისი გუნდი ვერ იხსნა "აროუკასთან" საშინაო მატჩში - 1:4.

პორტუგალია. სეგუნდა ლიგა.
ავთო ებრალიძეს არ უთამაშია, მისმა "ჟილ ვისენტემ" კი სტუმრად 1:2 წააგო "ფაფესთან".

ჰოლანდია. ერედივიზიე.
გურამ კაშიას "ვიტესი" როტერდამში ვერას გახდა ლიდერ "ფეიენოორდთან" - 1:3. ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.

ბელგია. პროქსიმუს ლიგა.
ლევან შენგელია სათადარიგო იყო მატჩში, რომელშიც მისმა "ტუბიცემ" 3:0 მოუგო "სან ჟილუას".

პოლონეთი. ექსტრაკლასა.
გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" სტუმრად მოუგო ლიდერ "იაგელონიას" - 2:1. ჩვენებური 78-ე წუთზე შეცვალეს.

ლაშა დვალის (90 წთ) "შლიონსკი" შინ 0:2 დამარცხდა "არკასთან".

ვაკო ყაზაიშვილის "ლეგიამ" 5:0 გაანადგურა ნიკა ძალამიძის "ლენჩნა". სტუმართა რიგებში ქართველს არ უთამაშია, ვაკო კი სასტარტოში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე მან საგოლე პასით გამოიჩინა თავი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


ავსტრია. ბუნდესლიგა.
გიორგი ქვილითაიას "რაპიდი" სტუმრად ლიდერ "ალტახთან" დამარცხდა - 1:3. ჩვენებური სასტარტოში იყო, მაგრამ ჯერ გაფრთხილება მიიღო, 77-ე წუთზე კი შეცვალეს.

ისრაელი. ლიგათ ჰა'ალი.
შოთა არველაძის "მაკაბი" სტუმრად "ქვარ საბას" დაუზავდა - 1:1.

კვიპროსი. I დივიზიონი.
ქართველთა "ეთნიკოსი" სტუმრად აეკ-თან დამარცხდა - 0:1. ნიკა კაჭარავამ და გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო გიორგი ილურიძე სათადარიგო იყო.

ირაკლი მაისურაძე "ერმისის" სასტარტოს დაუბრუნდა და მისი გუნდი შინ 1:1 დაუზავდა ჩემპიონ აპოელ-ს. ჩვენებური 69-ე წუთზე შეცვალეს.

აზერბაიჯანი. პრემიერლიგა.
ზაურ სვანაძის "ინტერი" "ყარაბაღს" ესტუმრა და 0:0 ეთამაშა. ზურაბ ხიზანიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მატჩის მიწურულს მან ყვითელი ბარათი მიიღო.

ქართველთა აზალ-მა სტუმრად 1:0 დაამარცხა "ნეფთჩი". გამარჯვების გოლი მე-80 წუთზე დავით ჯანელიძემ გაიტანა. მატჩის გმირი 88-ე წუთზე შეცვალეს. ნუგზარ კვირტიამ მეორე ტაიმი ითამაშა. ჯანელიძემ ამ სეზონში მესამე გოლი გაიტანა.

ნიკა კვეკვესკირის "გაბალამ" 2:1 მოუგო "ქიაფაზს", ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატში იანვრის ბოლომდე შესვენებაა. "გაბალა" 31 ქულით მეორეა, "ინტერი" 25 ქულით - მესამე, აზალ-ი კი 8 ქულით ბოლო, მე-8 ადგილზეა.

დღეს
შამპან-არდენულ დერბიში "რეიმსი" "ტრუას" მასპინძლობს, მაგრამ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა არ იქნება. ის ჯერ არ არის მზად მოედანზე გასასვლელად.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამი დუბლი ბოლო დგეებში,ქვილითაია,კაჭარავა,მჭედლიძე
Tengizi
11:50 19-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული