იტალია. სერია A.
ლევან მჭედლიძემ კვლავ სასტარტოში ითამაშა. ის 82-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე კი მან "კალიარის" კარში ორი გოლი გაიტანა: ჯერ მე-8 წუთზე გაიტანა, შემდეგ კი - 72-ეზე.
სერია A-ში მჭედლიძემ 2015 წლის მაისში გაიტანა და მაშინაც დუბლით გამოიჩინა თავი "ინტერის" კარში. "პიანეტა ემპოლიმ" მჭედლიძეს მატჩის საუკეთესო შეფასება - 8 ბალი დაუწერა.
"მატჩი ძალიან
სხვათა შორის, პირველი გოლის გატანის შემდეგ ლევანმა თანაგუნდელებთან მიირბინა და მათთან და ფანებთან ერთად "სელფი" გადაიღო.
იტალია. ლეგა პრო.
ირაკლი შეყილაძის "ტუტოკუოიო" "რენატესთან" 0:1 მარცხის მერე გასავარდნ ზონაში ჩავიდა. ქართველი ფორვარდი 74-ე წუთზე შეცვალეს.
გერმანია. ბუნდესლიგა.
"ფრაიბურგის" ნახევარმცველ ლუკას ჰუფნაგელის დებიუტი ბუნდესლიგაში კვლავ არ შედგა - "ფრაიბურგი" სტუმრად "შალკეს" დაუზავდა - 1:1.
გერმანია. II ბუნდესლიგა.
აკაკი გოგიას "დინამომ" სტუმრად 2:1 დაამარცხა "არმინია". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო. "შპორტალმა" გოგიას გარჯა 3,5 ბალით შეაფასა.
ესპანეთი. ლა ლიგა 1|2|3.
ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკი" თითქმის უიმედო აუტსაიდერია, მისმა გუნდმა კატალონიური დერბი დათმო "ჟირონასთან" 2:4. ჩვენებური სათადარიგო იყო.
გიორგი აბურჯანიამ ("სევილია B") 74-ე წუთიდან ითამაშა "კადისთან" წაგებულ (1:4) მატჩში.
პორტუგალია. პრიმეირა ლიგა.
გიორგი მაკარიძის "მორეირენშე" ერთ-ერთი აუტსაიდერი და გავარდნის კანდიდატია. ქართველმა მეკარემ თავისი გუნდი ვერ იხსნა "აროუკასთან" საშინაო მატჩში - 1:4.
პორტუგალია. სეგუნდა ლიგა.
ავთო ებრალიძეს არ უთამაშია, მისმა "ჟილ ვისენტემ" კი სტუმრად 1:2 წააგო "ფაფესთან".
ჰოლანდია. ერედივიზიე.
გურამ კაშიას "ვიტესი" როტერდამში ვერას გახდა ლიდერ "ფეიენოორდთან" - 1:3. ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.
ბელგია. პროქსიმუს ლიგა.
ლევან შენგელია სათადარიგო იყო მატჩში, რომელშიც მისმა "ტუბიცემ" 3:0 მოუგო "სან ჟილუას".
პოლონეთი. ექსტრაკლასა.
გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" სტუმრად მოუგო ლიდერ "იაგელონიას" - 2:1. ჩვენებური 78-ე წუთზე შეცვალეს.
ლაშა დვალის (90 წთ) "შლიონსკი" შინ 0:2 დამარცხდა "არკასთან".
ვაკო ყაზაიშვილის "ლეგიამ" 5:0 გაანადგურა ნიკა ძალამიძის "ლენჩნა". სტუმართა რიგებში ქართველს არ უთამაშია, ვაკო კი სასტარტოში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე მან საგოლე პასით გამოიჩინა თავი.
ავსტრია. ბუნდესლიგა.
გიორგი ქვილითაიას "რაპიდი" სტუმრად ლიდერ "ალტახთან" დამარცხდა - 1:3. ჩვენებური სასტარტოში იყო, მაგრამ ჯერ გაფრთხილება მიიღო, 77-ე წუთზე კი შეცვალეს.
ისრაელი. ლიგათ ჰა'ალი.
შოთა არველაძის "მაკაბი" სტუმრად "ქვარ საბას" დაუზავდა - 1:1.
კვიპროსი. I დივიზიონი.
ქართველთა "ეთნიკოსი" სტუმრად აეკ-თან დამარცხდა - 0:1. ნიკა კაჭარავამ და გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო გიორგი ილურიძე სათადარიგო იყო.
ირაკლი მაისურაძე "ერმისის" სასტარტოს დაუბრუნდა და მისი გუნდი შინ 1:1 დაუზავდა ჩემპიონ აპოელ-ს. ჩვენებური 69-ე წუთზე შეცვალეს.
აზერბაიჯანი. პრემიერლიგა.
ზაურ სვანაძის "ინტერი" "ყარაბაღს" ესტუმრა და 0:0 ეთამაშა. ზურაბ ხიზანიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მატჩის მიწურულს მან ყვითელი ბარათი მიიღო.
ქართველთა აზალ-მა სტუმრად 1:0 დაამარცხა "ნეფთჩი". გამარჯვების გოლი მე-80 წუთზე დავით ჯანელიძემ გაიტანა. მატჩის გმირი 88-ე წუთზე შეცვალეს. ნუგზარ კვირტიამ მეორე ტაიმი ითამაშა. ჯანელიძემ ამ სეზონში მესამე გოლი გაიტანა.
ნიკა კვეკვესკირის "გაბალამ" 2:1 მოუგო "ქიაფაზს", ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა.
აზერბაიჯანის ჩემპიონატში იანვრის ბოლომდე შესვენებაა. "გაბალა" 31 ქულით მეორეა, "ინტერი" 25 ქულით - მესამე, აზალ-ი კი 8 ქულით ბოლო, მე-8 ადგილზეა.
დღეს
შამპან-არდენულ დერბიში "რეიმსი" "ტრუას" მასპინძლობს, მაგრამ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა არ იქნება. ის ჯერ არ არის მზად მოედანზე გასასვლელად. (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"