მოსკოვის "სპარტაკს" გიორგი ჯიქიას შეძენა სურს

AutoSharing Option
რუსული "სპორტ ექსპრესის" ინფორმაციით, მოსკოვის "სპარტაკმა" პერმის "ამკარს" გიორგი ჯიქიას ტრანსფერის თაობაზე მიმართა.

"სპარტაკს" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს ქართველი მცველის შეძენა, ხოლო სატრანსფერო თანხა დაახლოებით 150 მილიონი რუბლია (2,3 მილიონი ევრო).

23 წლის მცველს "ამკართან" 2018 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი. ამ სეზონში ჯიქიამ 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე თითო გოლი და საგოლე პასია.

აღსანიშნავია, რომ ჯიქიას მიწვევა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სურთ. შეგახსენებთ, რომ "სპარტაკში" ჯანო ანანიძე თამაშობს, ასევე, რუსეთის მოქალაქე გიორგი მელქაძე.
მკითხველის კომენტარები / 3 /
არ არი ეს ბიჭი ქართველი, რუსია რუსი !!! ნუღა წერთ ქართველი ფეხბურთელიო, როგორც ბოატენგი წერია გერმანელ ფეხბურთელებში ისე ეს ჩაწერეთ რუს ფეხბურთელებში
Akaki
19:14 19-12-2016
0
მაშინ ხვიჩა და გოჩა ბედკრული საქართველოს შვილები არ ყოფილან არა?:)
ar ariso kartveli
19:39 19-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული