ლეგიონი: ლევან მჭედლიძემ "ატალანტასაც" გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 20 დეკემბერს, იტალიის სერია A-ს მე-18 ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც ლევან მჭედლიძის "ემპოლი" "ატალანტას" ესტუმრა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მჭედლიძე სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის 51-ე წუთზე "ემპოლი" დააწინაურა კიდეც, თუმცა ამ გოლმა მის გუნდს ვერ უშველა. ქართველი ფორვარდი მთავარმა მწვრთნელმა მოედნიდან მატჩის 73-ე წუთზე გაიყვანა. მჭედლიძის გასვლას 1 წუთში "ატალანტას" გოლი მოყვა, 90-ე წუთზე კი მასპინძლებმა მეორეც გაიტანეს და მატჩი მოიგეს.

14 ქულით "ემპოლი" სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
Forca, Forca ლევან. გაიხარე და სულ გამარჯვებები მოგველოცოს.
gizog
14:42 21-12-2016
0
გენაცვალე ლევან
Buxrika
09:42 21-12-2016
0

სიახლეები პოპულარული