კვიპროსელმა ჟურნალისტებმა ნიკა კაჭარავა დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს

AutoSharing Option
კვიპროსელმა ჟურნალისტებმა კვიპროსის ჩემპიონატის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ეთნიკოსის" ფორვარდი ნიკა კაჭარავა აირჩიეს.

კვიპროსში თვის საუკეთესო ფეხბურთელს Carlsberg-ის სპეციალური პრიზით აჯილდოებენ და 2016 წლის მიწურულს ამ პრიზს სწორედ კაჭარავას გადასცემენ.

ნიკამ დეკემბერში ჯერ იყო და "არისთან" გაიფორმა დუბლი, "შემდეგ" კი "ზაკაკიუსსაც" ორი გოლი გაუტანა. ბოლოს კი, კაჭარავამ "აელთან" გოლის გატანასთან ერთად საგოლე გადაცემაც მიითვალა. მთლიანობაში, კაჭარავას ამ სეზონში 9 გოლი დაუგროვდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ბიჭი დიდ ფეხბურთს ითამაშებს!
namdvili zaza
02:48 26-12-2016
0
წარმატებები!კიდევ უფრო გაცილებით დიდია კაჭარავას პოტენციალი და კიდევ უფრო უკეთეს ჩემპიონატში და კლუბში უნდა ითამაშოს!ჯერ აქ კიდევ მეტი უნდა დაამტკიცოს!...პ.ს. უკვე მერამდენედ,მაგრამ არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ გამოვთქვა ...ნაკრებზე და მოლდოვასთან კაჭარავას გამოუძახებლების თემას!..შეუძლია ახსნას ვაისს რა მოსაზრებით არ გამოიძახა?!
ზაზა
15:00 25-12-2016
0

სიახლეები პოპულარული