კვიპროსში თვის საუკეთესო ფეხბურთელს Carlsberg-ის სპეციალური პრიზით აჯილდოებენ და 2016 წლის მიწურულს ამ პრიზს სწორედ კაჭარავას გადასცემენ.
ნიკამ დეკემბერში ჯერ იყო და "არისთან" გაიფორმა დუბლი, "შემდეგ" კი "ზაკაკიუსსაც" ორი გოლი გაუტანა. ბოლოს კი, კაჭარავამ "აელთან" გოლის გატანასთან ერთად საგოლე გადაცემაც მიითვალა. მთლიანობაში, კაჭარავას ამ სეზონში 9 გოლი დაუგროვდა.