ესპანური გამოცემა "ბეტისს" გურამ კაშიას კანდიდატურას სთავაზობს

AutoSharing Option
ესპანური El Desmarque წერს "ბეტისის" გეგმებზე ზამთრის სატრანსფერო სეზონში. ანდალუსიური კლუბი არცთუ კარგად ასპარეზობს და "ესპანიოლის" ყოფილი ფეხბურთელი ახლა კი "ბეტისის" სპორტული დირექტორი მიგელ ტორესილია გუნდის გაძლიერებას იანვარშივე აპირებს.

"ბეტისის" თავკაცმა ვიქტორ სანჩეს დელ ამომ ცენტრალური მცველის პრობლემა იმით აღმოფხვრა, რომ ალჟირელი აისა მანდი მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში შესწია, თუმცა მანდის აფრიკის ერთა თასი ელის და ის "ბეტისს" ლამის ერთი თვით დააკლდება.

საიტმა გადაწყვიტა, დაეხმაროს "ბეტისის" სპორტულ დირექტორს ცენტრალური მცველის შერჩევაში და გუნდისთვის სასარგებლო 10 მცველს სთავაზობს. ჩამონათვალში ისეთი ფეხბურთელები არიან, როგორებიცაა
ნიკოლა მაქსიმოვიჩი
, კურტ ზუმა, გაბრიელ პაულისტა, ლორენცო ტონელი და სხვები. მათ შორის არის არნემის "ვიტესის" ქართველი კაპიტანი გურამ კაშიაც.

"საქართველოს ნაკრების მცველი "ვიტესის" ნამდვილი ლიდერი და კაპიტანია. ამ გუნდში ბრწყინავს ახლა ექსბეტისელი რიკი ვან ვოლფსვინკელი. იმის გარდა, რომ კაშია ცენტრალური მცველია, მას ასევე შეუძლია თამაში მარჯვენა მცველისა და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციებზეც. ძლიერია საჰაერო დუელებში, კაშია 29 წლისაა", - წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ფებურთელს ვაფასებ ძალიან
გიორგი
09:46 27-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული